ამერიკელი ფოტოგრაფი სლიმ აარონსი ათწლეულების განმავლობაში აღბეჭდავდა ცნობილ თუ უცნობ ადამიანებს აუზთან დასვენების დროს - კაპრიდან აკაპულკომდე, სან-ტროპესა თუ მაიამიში. ეს ნამუშევრები, ერთი მხრივ, გვიქმნის წარმოდგენას 50-70-იანი წლების ვარსკვლავების ცხოვრების სტილზე, მეორე მხრივ კი, ქმნის ფოტოსერიას, რომელიც გადმოსცემს თუ როგორ ისვენებდნენ ადამიანები ამ პერიოდში.
ჯეიმს პენდლტონის აუზი ბევერლი ჰილსში, 1952

ერთ-ერთ ჩვეულებრივ კვირადღეს გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია, თუ როგორ მიირთმევენ ჩაის აუზის გარშემო დეკორატორი ჯეიმს პედლტონი, მისი ცოლი და მათი სტუმრები.
აკაპულკოში მდებარე კერძო ვილის აუზი, 1952

სურათზე აღბეჭდილია აუზში მყოფი მექსიკელი ვარსკვლავი დოლორეს დელ რიო მეგობრებთან და ყავისფერ პუდელთან ერთად.
სლიმ აარონსის აუზი ჰოლივუდში, 1954

1954 წელს, შობამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ ფოტოზე ვხედავთ ფოტოგრაფის ცოლს, რიტა აარონსს, ნაძვის ხეს აუზში და საშობაო დეკორაციებს.
სანაპირო კლუბისა და რესტორნის, Canzone del Mare-ს აუზი, კაპრი, 1954

სლიმ აარონსმა 1954 წელს გადაიღო კლასიკური საზაფხულო სცენა კაპრიზე - დამსვენებლები 50-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში, Canzone del Mare-ში არიან შეკრებილი.
უინსტონ ფრედერიკ ჩერჩილ გესტის აუზი პალმ ბიჩზე, 1955

სისი გესტი შვილთან, ალექსანდრ მაიკლ დუგლას დადლისთან და ძაღლებთან ერთად ფლორიდაში, ოჯახის ვილა Artemis-ში მდებარე ბერძნულ-რომაული აუზის პირას.
სასტუმრო The Fontainebleau, მაიამი 1955

მაიამის სანაპიროს ერთ-ერთი საკულტო, კატის ფორმის აუზი, რომელიც დღეს აღარ არსებობს.
The Fontainebleau, მაიამი, 1955

სასტუმროს მეორე აუზზე შეკრებილი დამსვენებლები
The Ocean Club-ის აუზი, ბაჰამის კუნძულები, 1957

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის, The Ocean Club-ის აუზი კუნძულ ფერედაიზზე.
მერლ ობერონის აუზი აკაპულკოში, 1958

ფოტოზე აღბეჭდილები არიან მსახიობი მერლ ობერონი და მისი ქმარი ბრუნო პალაი აკაპულკოში. სურათზე ჩანს შადრევანი, რომლის დიზაინიც თავად მსახიობს ეკუთვნოდა.
კენიაში მდებარე ვილის აუზი, 1958

აუზი ტაჰოს ტბაზე, 1959

ტაჰოს ტბის სანაპიროზე მდებარე ტაჰოს ტავერნის აუზი, რომელსაც ტურისტები მთელი წლის განმავლობაში სტუმრობდნენ.
ჯორჯ ნიუჰოლის აუზი სან ფრანცისკოში, 1960-იანი წლები

ნიუჰოლის სახლი და ეზო ვერსალის სასახლითაა შთაგონებული.
ენდრიუ უოტსონ არმორ III-ის აუზი, 1960-იანი წლები

საკვები პროდუქტების კომპანიის, Armour and Company-ს მემკვიდრე ლეიკ ფორესტში, ილინოისის შტატში, საკუთარი აუზის პირას.
კანელოპულოსების ოჯახის აუზი ათენში, 1961

კანელოპულოსების ოჯახის ახალგაზრდა წევრი ათენში, ოჯახის პენტჰაუსის აუზთან
The Marbella hotel pool in, 1963

სასტუმრო The Hilton აკაპულკოში, 1966

1960-იან წლებში, აკაპულკოში მდებარე სასტუმრო Hilton მითურ სასტუმროდ ითვლებოდა, რომელიც გარშემორტყმული იყო პალმებით, რაც გარე სამყაროსგან იზოლაციას ქმნიდა.
ჰექტორ და ჩიკო აიალაების ვილის აუზი, 1967

ფოტოზე აღბეჭდილები არიან ჰექტორ და ჩიკო აიალაები მავრული სტილის ვილა El Venero-ს აუზთან.
ტომ დარლინგტონის ვილა არიზონაში, 1967

აუზთან ვხედავთ შიშველ ქალს, რომელიც აპრილის მზეს ეფიცხება.
კერძო ვილის აუზი ბერმუდაზე, 1967

არტურო პანის აუზი აკაპულკოში, 1968

სასტუმრო Il Pellicano-ს აუზი, 1969

ედგარ ჯ. კაუფმანის აუზი პალმ სპრინგსში, 1970-იანი წლები

კაუფმანის ვილა რიჰარდ ნოიტრას დაპროექტებულია.
სასტუმრო Algarve-ის აუზი, 1970

პორტუგალიაში მდებარე სასტუმროს აუზი მოპირკეთებულია ქვით, რომელიც მაქსიმალურად იმეორებს ბუნებრივ ლანდშაფტს, რის შედეგადაც აუზი ტბას ემსგავსება.
ბატლერების ოჯახის აუზი, 1971
ფოტოზე აღბეჭდილები არიან ალან და შირლი ბატლერები, საკუთარი ვილის, Jacaranda-ს აუზზე, ბაჰამის კუნძულებზე.
მექსიკა, Villa Nirvana, 1971

აუზი გადაჰყურებს აკაპულკოს სანაპიროს.
ალბინ ჰოლდერის აუზი, 1970-იანი წლები

ფოტოზე აღბეჭდილია ალბინ ჰოლდერი მეგობრებთან ერთად, პალმ სპრინგსში მდებარე აუზის პირას.
The Princess Hotel-ის აუზი, აკაპულკო, 1975

სასტუმრო Taormina-ს აუზი, 1975

სიცილიური სასტუმროს აუზი კლდის პირას მდებარეობს, რაც ქმნის ილუზიას, რომ თითქოს ოკეანეს ერწყმის.
ანტიბი, 1976
ფოტოზე აღბეჭდილია ანტიბში მდებარე საკულტო სასტუმროს, Hotel du Cap-Eden-Roc-ის აუზი.
ფილიპ ტალიენის აუზი სან-ტროპეში, 1977

სურათზე გამოსახულია არქიტექტორი, სან-ტროპეში მდებარე საკუთარი ვილის - Bastide Grande-ის აუზთან.
ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, 1981

ფოტო გადაღებულია ჯინი და ბილ კოულების კლუბში, რომელიც კუნძულების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროზე მდებარეობს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Slim Aarons, Vogue
დაწერე კომენტარი