აგვისტო ბათუმის თვეა. ზღვისპირა ქალაქი, რომელსაც ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი დამსვენებელი სტუმრობს, დასვენების, გართობის და ახალი თავგადასავლების მაძიებელი ადამიანებისთვის მთავარი დანიშნულების წერტილია. შავი ზღვის სანაპიროზე დასვენების და მზის ენერგიის მიღების მიღმა კი, საღამოობით ჯაზფესტივალზე სტუმრობა უამრავი ადამიანისთვის ამ ქალაქში გასამგზავრებლად დამატებითი მოტივაცია ხდება, რასაც ჯაზის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში აგვისტოს შუა რიცხვებამდე ელოდებიან. მე-15 ჯაზფესტივალი ბათუმში 12-14 აგვისტოს, კვლავ ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე გაიმართება, ღონისძიების მხარდამჭერი ტრადიციულად წელსაც თიბისი კონცეპტი იქნება, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქში თავისი მომხმარებლებს არაერთ საინტერესო და მრავალფეროვან შეთავაზებას უმზადებს.

სრულყოფილი და კომფორტული დასვენებისთვის

ბათუმში სტუმრობისას კომფორტული და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პოვნა არცთუ ისე ადვილია, სწორედ ამიტომ თიბისი კონცეპტი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ქალაქის საუკეთესო სასტუმროებში განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ. "ჰილტონ ბათუმი", "ალიანს პალასი", Orbi City Hotel, New Wave Hotel Batumi, White Sales Residential Hotel, Graphic Hotel Batumi  - ის სასტუმროებია, სადაც მომხმარებელი 15-იდან 30 პროცენტამდე ფასდაკლებას მიიღებს.

სხეულისა და სახის კანის მოვლისთვის

სახისა და სხეულის კანის სტრუქტურაზე ზრუნვა ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როცა ზღვის სანაპიროზე მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გვიწევს. სწორედ ამიტომ,  სახისა და სხეულის კანი არასასურველი სიმშრალისგან რომ დავიცვათ, აუცილებლად გვჭირდება დამატენიანებელი კრემი, რომელიც კანს ტენიანობას დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს. დამეთანხმებით, რომ რთულია ისეთი პროდუქტის პოვნა, რომელიც, ერთი მხრივ, ეფექტურად დაგიცავს გაუწყლოებისგან, მეორე მხრივ კი - თავისი მსუბუქი ტექსტურის გამო ზაფხულის ცხელი დღეების პირობებშიც კი სასიამოვნოდ მოსახმარი იქნება. ასეთ პროდუქტებს მრავლად შეხვდებით The Body Shop-ის მაღაზიებში. გირჩევთ  ზღვაზე დასვენების დროს ამ ბრენდის ტანის იოგურტი სცადოთ, მითუმეტეს, რომ ექსკლუზიურად The Body Shop-ის ბათუმის ფილიალში, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მასზე და ყველა სხვა პროდუქტზე 40%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ.

კიდევ უფრო მეტი მზის სხივებისთვის

რუჯის მიღება და კანის ოქროსფერი შეფერილობა ზღვის პირას დასვენების ალბათ ყველაზე სასურველი და ლამაზი მხარეა, ხანგრძლივად შენარჩუნებული რუჯი კი ყველა ჩვენგანის დიდი სურვილი. იცოდით, რომ ფრანგული თავის მოვლის ბრენდმა - Esthederm-მა რუჯის გამახანგრძლივებელი ლოსიონი შექმნა, რომლის საშუალებითაც ნამზეური ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაგყვებათ?  პროდუქტს მხოლოდ PSP-ს სააფთიაქო ქსელში აღმოაჩენთ, მასზე 50%-იანი ფასდაკლება კი, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მხოლოდ ბათუმის ფილიალში დაგხვდებათ.

თმის მოვლისთვის

გარეგნობაზე, სახისა და სხეულის მოვლაზე ზრუნვისას არ უნდა დაგვავიწყდეს თმის მოვლაც, რომელიც მარილიანი ზღვის წლისა და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების გამო გამოშრობისა და დაზიანების საფრთხის ქვეშაა. ამ ყველაფრისგან თავიდან ასაცილებლად გირჩევთ Phyto Plage სპრეი გამოიყენოთ, რომელიც ზღვის მარილიანი წყლისგან გაუხეშებულ თმას ბზინვარებას დაუბრუნებს. ამ პროდუქტის შეძენა ჯიპისის ბათუმის ფილიალში შეგეძლებათ, სადაც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ.

საზაფხულო გარდერობის განსაახლებლად

სანაპიროზე დასვენებისა და გართობის გარდა ბათუმში დრო შოპინგისათვისაც უნდა გაითვალისწინოთ - საზაფხულო, კომფორტული და ამასთანავე დახვეწილი დიზაინის სამოსისა და ფეხსაცმლის შერჩევა კი ყველასთვის სასიამოვნო რიტუალს წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა ზღვის სანაპიროზე აპირებთ სეირნობას თუ ბულვარში, ანდა  საღამოს მუსიკალურ ფესტივალზე სტუმრობას გეგმავთ, სანდლები ამ ქალაქში ყველა სიტუაციისთვის შესაბამისი ფეხსაცმელია. ყველაზე პოპულარული Birkenstock-ის სანდლების ფართო არჩევანი დაგხვდებათ  Dress Up-ის მაღაზიათა ქსელში, სადაც ამ და სხვა ბრენდების ახალ კოლექციებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, უკვე არსებულ 50%-მდე ფასდაკლებულ კოლექციაზე კი დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

სეზონის განუყოფელი ახალი აქსესუარისთვის

ბათუმში სტუმრობა და ზღვაზე დასვენება სეზონის განუყოფელი აქსესუარის -  მზის სათვალის გარეშე წარმოუდგენელია, რომლის შეძენა, ვფიქრობ, ზედმეტი არასდროსაა. ხარისხიანი, სწორად შერჩეული ფორმისა და დიზაინის სათვალე გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულ იერს სძენს ჩვენს გარეგნობას,  თვალებს მზის მავნე ზემოქმედებისგანაც იცავს. ზღვისპირეთში ყოფნისას აუცილებლად შეიარეთ  რონიკოსა და კენარის მაღაზიებში, სადაც მაღალი კლასის ბრენდებზე მხოლოდ ბათუმის ფილიალში დაგხვდებათ 20%-იანი ფასდაკლება.

ზღვისპირა მოგონებების თან წასაღებად

ყველაზე მთავარი, რაც საზაფხულო დასვენებისგან გვრჩება,  მოგონებებია, რომლებიც გვინდა, რომ მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს. მარილიანი ზღვის სუნი, საღამოობით კი ჯაზფესტივალზე მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ისაა, რაც შვებულებიდან უკან დაბრუნებულებმა შეგვიძლია თან გავიყოლოთ, შეგრძნებებსა და მოგონებებს კი ყველაზე მეტად არომატები ინახავს. ზღვას, დასვენებას და მუსიკალურ ფესტივალზე დაგროვებულ მოგონებებს Margiela-ს Beach Walk ან Music Festival კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომლის შეძენას, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში,  ვულე-ვუს ბათუმის ფილიალში 20-იდან 35%-მდე ფასდაკლებით შეძლებთ.

 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი