წელიწადის ყველა დროს თავისი ჟღერადობა აქვს, საზაფხულო ფლეილისთის სწორად შედგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც შორს მიემგზავრებით, მაგალითად, ბათუმის მე-15 ჯაზფესტივალზე, რომელიც 12-14 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე თიბისის მხარდაჭერით გაიმართება, რადგან ამ დროს მუსიკამ მგზავრობა უნდა გაგიხალისოთ, საფესტივალო განწყობა შეგიქმნათ და ზღვის ნაპირას გატარებული ცხელი დღეების Soundtrack-ად იქცეს. ალბათ ყველა ჩვენგანს გვაქვს ერთი კომპოზიცია მაინც, რომელიც სეზონისთვის შესაფერის განწყობას გვიქმნის, რომელიმე, თუნდაც წლების წინანდელი ზაფხულის კონკრეტულ დღესა თუ მომენტს გვახსენებს, გვახალისებს, ენერგიით გვავსებს ან ნოსტალგიურ განწყობაზე გვაყენებს. საზაფხულო ფლეილისტი საინტერესო და მრავალფეროვანია, რადგან წელიწადის ეს დრო ერთდროულად დასვენებასა და მოგზაურობასთან, აქტიურ გართობასა და სრულ მოდუნებასთანაა დაკავშირებული, ერთსა და იმავე ადამიანს, ფლეილისთში შეიძლება ჰქონდეს მუსიკა, რომელიც მანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას გამოაფხიზლებს, კომპოზიციები, რომლებიც მზეზე წოლასა და გარუჯვას უხდება ან მსუბუქი ჰანგები გრილი, უდარდელი საღამოების გასახალისებლად. 

განსაკუთრებით საინტერესოა,  რას უსმენენ ზაფხულში მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები, ადამიანები, რომელთათვისაც მუსიკის მოსმენა არა მხოლოდ ჰობი ან განტვირთვის საშუალება, არამედ პროფესიის ნაწილიცაა. სწორედ ამიტომ, საზაფხულო ფლეილისთს მუსიკოსები სანდრო ფოფხაძე (DRO) და ნასტია სართანია (sTia) და მუსიკის ჟურნალისტი გია ხადური გაგვიზიარებენ. 

 

ნასტია სართანია (sTia)


რადგან ძალიან გადატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს მთელი წლის მანძილზე, ის მოკლე დასვენება და არდადეგები, რომელსაც ვახერხებ, უმეტეს შემთხვევაში ზაფხულის პერიოდს უკავშირდება, საზაფხულო არდადეგები კი ჩემთვის ასოცირებულია სივრცესა და სიმშვიდესთან. ამ 4 კომპოზიციით, ვფიქრობ, შეძლებთ ზაფხულის ცხელ დღეებში

დახუჭოთ თვალები და გაჰყვეთ ოცნებებს.

 

  1. June11 - Who is still dreaming

 

2. Ishmael Ensemble - Feather

 

 

3. Searchlight - Breath

 

 

4. გოგი ძოძუაშვილი და რატი ამაღლობელი - დამშვიდდი

 

 

გია ხადური


ისევე როგორც ყველა წელია განსხვავებული, შესაბამისად, განსხვავებულია ყოველი წლის   ზაფხულიც. ამიტომაც ყველა ზაფხულს შესაფერისი  Soundtrack სჭირდება, უმჯობესია ისეთი,  რომელიც მანამდე არც მოგისმენია. წელს ჩემი საზაფხულო პრიორიტეტი გახდა 2022 წლის რე-რელიზები. ეს არის ფაქტობრივად წელს აღმოჩენილი, ძველი, სხვადასხვა ხალხისა და კონტინენტის შესანიშნავი მუსიკა, რასაც მთელი წელი ვაგროვებდი საზაფხულო შვებულებაში მოსასმენად.

 

 

ბრიტანული საკულტო ლეიბლი Warp, აქტიურად უშვებს წელს საკუთარ დაუმსახურებლად „დაჩაგრული“ არტისტების ძველ ჩანაწერებს. შესანიშნავი დუეტის, Broadcast-ის  სამ ალბომიანი ბოქს სეტი, მათი ერთ-ერთი ჰაილაით რე-რელიზია. ეს დუეტი ვერ ჯდებოდა ბოლომდე ლეიბლის პროგრესული ელექტრონიკის პოლიტიკაში, ალბათ ამიტომაც ვერ მოიპოვა სათანადო აღიარება, რომელსაც  უდავოდ იმსახურებდა. ელექტრონიკა, დრიპ პოპი, ცოტა შუგეიზი, უაღრესად დახვეწილი, ინტელექტუალური და მელოდიური. დუეტის ცოცხლად ჩაწერილი ტრეკი, Forget Everytime, უმჯობესია, როცა სადმე წახვალთ ზაფხულის კურორტზე, არა აქვს მნიშვნელობა მთაში თუ ბარში და აუცილებლად ყურსასმენებში. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ მომღერალი ტრიშ კინანი, რომელიც, სამწუხაროდ,  2011 წელს გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა.

 

 

აფრიკული მუსიკა აუცილებელია.  ჯერ ერთი, იმიტომ რომ წლევანდელი რე-რელიზების დიდი წილი სწორედ აფრიკულ, მანამდე სრულიად უცნობ მუსიკაზე მოდის. მეორეც,  ცხელი ზაფხული, ასოცირებული აფრიკასთან, “ცხელ კონტინენტთან”, ტრაიბალური და ცეცხლოვანი რიტმიც  იდეალური უნისონშია სიცხესთან, ასეთია  ტრეკი Mogho Naba (king of  kings), რომელიც 70-ში ჩაწერა ჩიკაგოს ექსპერიმენტულ-ავანგარდულმა ჯაზბენდმა The Pyramids.  ეს ბენდი, დღეს ითვლება ე.წ. პან-აფრიკანიზმის პიონერად მუსიკაში. მათ მოიარეს მთელი აფრიკის კონტინენტი, გაეცნენ ყველანაირ აფრიკულ მუსიკას და შემდეგ  ეს გამოცდილება გამოიყენეს თავიანთ რიტუალურ მუსიკაში, ეს ტრეკი შევა ალბომ Aomawa-ში, რომელიც შემოდგომაზე გამოვა და რომელსაც სულმოუთქმელად ველოდები.

 

 

წარმოიდგინეთ, სადმე,  ზღვის  სანაპიროზე,  ეგზოტიკურ ადგილას ღია ბუნგალო, გვიანი საღამო, მოჰიტო, სიგარა, დამაინტრიგებლად ხალვათად ჩაცმული ადამიანები, რომლებიც სექსუალურად და მოხდენილად ცეკვავენ ლათინურ სალსას, უკრავს შესანიშნავი ორკესტრი, არანაკლებ შესანიშნავი მომღერლით.  აი ეს არის ძველთაძველი (1970-ის დასაწყისი) ვენესუელური ბენდის - Los Kenya-ს მუსიკა და მათი ბრწყინვალე ალბომი  siempre afro latino, რომელიც პირველად გამოიცა წელს ვენესუელის საზღვრებს გარეთ. დააკვირდით, როგორ ხტუნაობს, თამაშობს მუსიკა, ერთდროულად დინამიკურიცაა და სტატიკურიც, სასიმღერო მელოდიასაც და ვოკალსაც მოუსმინეთ და გადაეშვით უკიდეგანო  დამაინტრიგებელ ჰედონიზმში, 

 

 

და ბოლოს, ისტორიაში ჩაკარგული 1967 წლის იტალიური პოპ ალბომი - შედევრი:  Lucia Rango canta Piero Ciampi. ლუჩია რანგო საშუალო დონის მომღერალი იყო, ხოლო კომპოზიტორი პიერო ჩამპი, საკმაოდ თავისებური „კანტაუტორე“ (ავტორ-შემსრულებელი), რომელმაც მართალია, ვერ მოიპოვა დიდი სახელი, თუმცა კოლეგები და სპეციალისტები დიდად აფასებდნენ. მე სწორედ ეს ალბომი შევარჩიე წელს პირველ რიგში ზღვაზე მოსასმენად, რატომ? ეს არის  საოცრად რომანტიკული, ლამაზი და მგრძნობიარე პოპ სიმღერები, გაჯერებული ნეაპოლიტანური მელოდიებით - იტალია, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, მზე, ემოციები - ყველაფერია აქ.  სურვილი გიჩნდება გქონდეს დროის მანქანა და 60-იანების  იტალიაში გაემგზავრო დასასვენებლად, სადმე -  სან რემოში ან პორტოფინოში. ყველა ტრეკი ერთმანეთზე უკეთესია ალბომში.  

 

სანდრო ფოფხაძე (DRO)

ზოგადად, ზაფხული არ არის ჩემი სეზონი, რადგან სიცხეში ვიტანჯები, ამიტომ ჩემი პერსონალური ზაფხულის საუნდტრეკი ასეთია: 

მაგრამ ტანჯვის დასაფარად მაქვს შემდეგი ალტერნატივა,  მაგალითად, ვიოცნებებდი ასეთ ზაფხულზე რიოში:

ან სადმე წავიდოდი მეგობრებთან ერთად:

 

 

Certified Classic !

 

რეივზე მოვუსმენდი ამ ტრეკებს:  

 

 

 

შემდეგ დღეს ვიფიქრებდი, რომ ზაფხული კლიშეა:

 

 

და დღის ბოლოს გამახსენდებოდა, რომ ერთი კარგი ზაფხულის ტრეკი ჩემია:

 

 

ყველას ვუსურვებ საუკეთესო ზაფხულს!

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: თამუნა ქარუმიძე, საბა გორგოძე, Dancing On Architecture