„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს უმზადებს მომხმარებლებს.
17 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ - ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. გარდა განსაკუთრებული შეთავაზებებისა, კომპანია „კარფურისა“ და Mastercard-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში - “ერთად ბავშვებისთვის“ - Mastercard-ით გადახდისას თანხის 1% განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება. „კარფური“ სასკოლო კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს სახალისო აქტივობასაც სთავაზობს - დახატე შენი სკოლა, მოიტანე ნებისმიერ ჰიპერმარკეტში (თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) და მიიღე სასკოლო ნივთები საჩუქრად.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივ შოპინგს სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შეძენის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.
დაწერე კომენტარი