სასწავლო წლისთვის მზადება ყველა ბავშვის თუ მშობლისთვის ამაღელვებელი პერიოდია. ზღვა ემოციებსა და მოლოდინს საყიდლების გრძელი სიაც ემატება, საჭირო ნივთები კი ბევრ სხვადასხვა მაღაზიაშია განაწილებული, მათი ერთ სივრცეში თავმოყრა კი Veli.store-მა უზრუნველყო. არ აქვს მნიშვნელობა შენი ოჯახი ბაღისთვის ემზადება, სკოლისთვის თუ უბრალოდ ახალი სასწავლო წლისთვის, ველიზე ყველა საჭირო ნივთს იპოვი. საყიდლების შერჩევის პროცესში კი თავად ბავშვების ჩართვაც მარტივად შეგიძლია, რადგან საკმაოდ ცხელ დღეებში სხვადასხვა მაღაზიაში სიარული არ მოგიწევთ და ამ ყველაფერს სავარძელში მოკალათებული შეარჩევთ. VELIi.store-ის მისია დაარსების დღიდან მომხმარებელთა ყოველდღიურობის გამარტივებაა. ახლა კი  გადავწყვიტეთ სასწავლო წლისთვის მომზადება ბავშვებთან ერთად  კომფორტულ და დასამახსოვრებელ საერთო აქტივობად  გვექცია. “სანამ ზარი დარეკავს” ველიზე ყველა ნივთს იპოვი, რაც გჭირდება”.  - მარიამ ცანავა, VELI.store-ის ბრენდ ლიდი

 

ბავშვების ამ პროცესებში ჩართვით, მათ სასწავლო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებ, რადგან თავიანთი გემოვნებით შერჩეულ ნივთებს განსაკუთრებული მოტივაციით ატარებენ. VELI.store-ზე იპოვი ყველაფერს, რაც ბავშვს მოეწონება და მის ყოველდღიურობას უფრო პრაქტიკულს გახდის.ზურგჩანთები, რომლებიც ყოველ დილით ამაღლებულ განწყობას შეუქმნის და თან წიგნებისა თუ რვეულების კომფორტულად ტარების შესაძლებლობასაც მისცემს. აქვეა Პენლებიც, ორგანიზებულობისა და მეტი ფერადოვნებისთვის. ფერადი ფანქრები, მარკერები, ფლომასტერები, საღებავები თუ პასტელები - ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვმა გამოავლინოს წარმოსახვის უნარი და ხელოვნების ნიმუშები შექმნას. ამ პროცესს სრულყოფილს მაღალი ხარისხის რვეულები, სახატავი ალბომები და ფურცლები გახდის, რომლებსაც აუცილებლად წლების განმავლობაში შეინახავ. არ დაგავიწყდეთ ბოთლები და ფერადი ლანჩბოქსები, რომლებიც ჩანთაში დიდ ადგილს არ დაიკავებს, მაგრამ შესვენებისთვის საკმარის საკვებს აუცილებლად დაიტევს. 

 

თუ სამსახურში ატარებ მთელ დღეს და გეგონა, რომ სასკოლო ციებ-ცხელებისას დასვენების დრო არ დაგრჩებოდა, ველის დახმარებით შეგიძლია ვებგვერდზე საჭირო ნივთების შერჩევას მხოლოდ ერთი საღამო დაუთმო, ყველაფერი კი  რასაც შეარჩევ, შენ მიერ არჩეულ დროს კართან დაგხვდება. მეტი კომფორტისთვის Veli.store-იდან მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. თბილისსა და მის გარშემო 13 ლოკაციაზე კი შენაძენს საშუალოდ 3 საათში მიიღებ.