8 სექტემბერს მწერლის სახლში, ე.ა. საგამოფენო სივრცესთან თანამშრომლობით ჯგუფური გამოფენა “კონკრეტული პოეზიის სასახლე” გაიხსნება, გამოფენა გააერთიანებს პაველ ბუჰლერის, ბოჰუმილა გროგეროვას, დევიდ ჰორვიტცის, სუზან ჰოუის, ქეთი კაპანაძის, ბარბარა კაპუსტას იანის ქერბელის, ფერდინანდ ქრიუეტის, ევა პარტუმის, იან შერიხისა და სუ ტომპკინსის ნამუშევრებს და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

გამოფენა სახელწოდებით „კონკრეტული პოეზიის სასახლე“ წარმოადგენს დიალოგს სხვადასხვა თაობის ხელოვანებს შორის, რომელთა პრაქტიკა კონკრეტული პოეზიის ცნებასთან არის დაკავშირებული. 1950-იანი და 1960-იანი წლების გასაყარზე ეს საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული მოძრაობა იმ სურვილზე დაყრდნობით გაჩნდა, რომ ლიტერატურის და ვიზუალური ხელოვნების კვეთაზე პოეზიის გადააზრება მომხდარიყო, ხოლო ამ სფეროსთვის მეტი ექსპერიმენტალურობის შესაძლებლობის მიცემა ყოფილიყო შესაძლებელი. გამოფენა კრავს კონკრეტული პოეზიის პიონერების (ბოჰუმილა გროგეროვა, სუზან ჰოუი, ფერდინანდ ქრიუეტი, ევა პარტუმი), მათი მიმდევრების (პაველ ბუჰლერი, ქეთი კაპანაძე, იანის ქერბელი, იან შერიხი, სუ თომპკინსი) და უახლესი თაობის წარმომადგენელების (დევიდ ჰორვიტცი, ბარბარა კაპუსტა) შემოქმედებას, რომლებიც ამ საკითხს წინ, თანამედროვეობაში სწევენ და მუშაობენ (პოსტ)დიგიტალური მიდგომებით ვიზუალური პოეზიის განხრით. წარმოდგენილი ნამუშევრები, რამდენიმე გამონაკლისით, სპეციალურად ამ გამოფენისთვის არის შექმნილი. გამოფენა თბილისის ერთ-ერთი არქტიტექტურული საგანძურის, მწერლის სახლის არტ ნუვოს ინტერიერს ამშვენებს.

 

გამოფენა ჩეხური გრძელვადიანი პროექტის Ora et Lege (ილოცე და წაიკითხე) -ს ფარგლებში ტარდება. პროექტი თავისთავად შეიქმნა, იმისთვის რომ წარმოეშვა დიალოგი თანამედროვე ხელოვნებასა და ბენედიქტური წესის კათოლიკური რწმენას შორის. Ora et Lege ასევე უნიკალური პროექტია იმ მხრივ, რომ ის თემატურად აკავშირებს თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ტექსტზე. პროექტი თავისთავად ჩასიახა როგორც მცირე ბიენალე (მომავალი 2023 წ. ჩატარდება), რომელიც ორ წელიწადში ერთხელ აღმოსავლეთ ბოჰემიის ბროუმოვის მონასტერში ჩატარდება. ბიენალეს წლებს შორის არსებულ „ზედმეტ“ წელიწადს კი, საგანმანათლებლო პროგრამა და გამოფენა საზღვარგარეთ ინაცვლებს. თბილისის მწერლის სახლისთვის მომზადებული გამოფენის შინაარსი სათავეს იღებს ქრისტიანობის ტრადიციიდან და ამგვარად უკავშირდება კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს.

 

„კონკრეტული პოეზიის სასახლე“ შთაგონებულია ჩეხი ხელოვანის, ბოჰუმილია გროგეროვას პასუხით კითხვაზე, რომელიც მისი ექსპერიმენტალური პოეზიის სპირიტუალური იმპულსების საწყისს ეხებოდა. გროგეროვამ იოანეს სახარების ცნობილი პროლოგი გამოიყენა, რომელიც ამბობს: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.“ მან დასძინა: „ბიბლიის თანახმად, ენა წინ უსწრებს შექმნას და შესაბამისად ის რასაც არ ჰქონდა სახელი - არ არსებობდა“. გროგეროვამ ასევე ახსენა ტაბუ-დადებული სიტყვების არსებობა, რომელთა ხსენებაც სხვადასხვა (სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური) მიზეზით აკრძალულია, ან კი ისეთი სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ძლიერი საჭიროების დროს, შველის სათხოვნელად გამოითქმის. გროგეროვას განაცხადმა არა მხოლოდ მისი რელიგიური შეხედულებები გამოავლინა, არამედ შეგვახსენა ისეთი სიტყვების არსებობა, რომელთა კლასიფიკაცია რთულია, „აკრძალულია“, ან/და უბრალოდ არ არის რეკომენდირებული რომ საერთოდ გამოითქვას.

 

გამოფენა „კონკრეტული პოეზიის სასახლე“ ეხება ენას, რომელიც არამხოლოდ კომბინატორული იარაღია, არამედ ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სხვადასხვა გარემოებას ექვემდებარება. წარმოდგენილი ნივთი „სიტყვაა“, რომელიც შემგდომ

მანიპულირებულია, როგორც ლინგვისტური მასალა. მისი სემანტიკური თვისებები იგივე დონეზეა წარმოდგენილი, როგორც მისი ვიზუალური, მატერიალური და ხმოვანი პარამეტრები. აქ კონკრეტული პოეზია ჩნდება საბეჭდი მანქანის ხელოვნების სახით, ტიპოგრაფიის ვიზუალური ნამუშევრის სახით, ან ინსტალაციის და პერფორმანსის სახით, სადაც სიტყვები ინდივიდუალურ ნიშნულებამდე იშლება. მრავალი ამგვარი რეალიზებები ენის სხვადასხვა დონემდე გაუფასურებას წარმოქმნის, იმისთვის, რომ, ხაზი გაესვას,გარეშე ინტერვენციის საშუალებით, მისი ინფორმაციული შესაბამისობის დანაკლისს. ისინი, პოლიტიკურად და რელიგიურად უფლებამოსილი ენის არასწროი ან ახლებური გამოყენებით გარკვეული სისტემის ლეგიტიმაციის საკითხებს ეხებიან.

სხვა ნამუშევრები ეხებიან ენის შეუძლებლობას, რომ დაიჭიროს და წარადგინოს ექტრა-ლინგვისტური რეალობა, რომელიც გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვწერთ ახალი ტექნოლოგიების და ციფრული სამყაროს რეალობაში.

 

პროექტი განხორციელდა საქართველოს მწერლის სახლის და ე.ა. საგამოფენო სივრცესთან თანამშრომლობით. გამოფენა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალის (9-11 სექტემბერი, 2022) და თბილისის ხელოვნების ბაზრობის (22-25 სექტემბერი) ოფიციალური საჯარო პროგრამის ნაწილია. მისი რეალიზებას ხელს უწყობს ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სახელმწიფო ფონდი, Hradec Králové რეგიონი, თბილისის ჩეხეთის ცენტრი და United Hydrogen.