სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიაში Veli.store-ზე სიახლეებია: ვეგანური და Cruelty free ბრენდების ფართო არჩევანს კიდევ 4 ახალი წარმომადგენელი ექსკლუზიურად დაემატა. თუ ამ ბრენდებს აქამდეც იყენებდით, საქართველოში მათი გამოჩენა განსაკუთრებულად გაგახარებთ. Მათ კი, ვისაც ჯერ არ გამოგიცდიათ ამ ბრენდების პროდუქციის მაგიური თვისებები, მათზე ორიოდე სიტყვით მოგიყვებით.

 

Dr.Botanicals 

 

Dr. Botanicals ბუნების სილამაზის მოყვარულებმა ლონდონში შექმნეს. Მათ პროდუქტები არასოდეს  გამოუცდიათ ცხოველებზე და ისინი ყოველთვის 100%-ით ვეგანურია. ნატურალური ინგრედიენტებისაგან დამზადებულ მრავალფეროვან ასორტიმენტშია სახის ნიღბები, დღის/ღამის კრემები, შრატები და ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტებიც კი, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის.

 

Skinchemists

 

SkinChemists-ის ისტორია 1800-იან წლების ინგლისში თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ქიმიკოსების დახმარებით მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინეს, რომ როდესაც საუკეთესოდ გამოიყურები და თავსაც ასევე გრძნობ, მთელი სამყაროს შეცვლა შეგიძლია. ველიზე შეხვდებით Skinchemists-ის შრატებს, ნიღბებსა და დამატენიანებელ კრემებს ჰიალურონის, რეტინოლისა და კოლაგენის შემცველობით. თითოეული მათგანი ცხოველებზე ტესტირების გარეშეა შექმნილი.

 

Organic & Botanic

 

კანის სრული ჰარმონიისთვის შექმნილი Organic & Botanic 3 განსხვავებულ კოლექციას, იგივე რიტუალს აერთიანებს: მანდარინის, ამაზონისა და მადაგასკარის რიტუალებს. თითოეული პროდუქტის ფორმულა საუკეთესო 98% ბუნებრივი ინგრედიენტებით მიიღება და არ შეიცავს პარაბენებსა თუ სულფატებს. Veli.store-ზე აღმოაჩენ კანისა და თმის მოვლისთვის შექმნილ პროდუქტებს სამივე კოლექციიდან, როგორებიცაა: თმის კონდიციონერი, სახის შრატი, დამატენიანებელი კრემი და ა.შ.

 

Piuma

 

იტალიური ბრენდი Piuma თავიდან ქმნის პირის ღრუს მოვლის მთელ სამყაროს. ის აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, სამეცნიერო სიახლეებსა და პრაქტიკულობას, რათა ყოველდღიურად იზრუნოს თქვენს ღიმილზე.კომპანია თავის პროდუქტებს მუდმივი კვლევის შედეგად ქმნის და ყოველთვის ითვალისწინებს ეკომეგობრულობასაც. ველიზე ნახავ Piuma-ს კბილის ჯაგრისებსა და პირის ღრუს მოვლის სრულყოფილ ნაკრებებს

 

ოთხივე ბრენდის პროდუქციის შეძენა www.veli.store-ზე უკვე შესაძლებელია. თუ გინდათ თქვენი აბაზანის თაროები მალევე გაივსოს მაღალი ხარისხის, ვეგანური, Cruelty free თავის მოვლის საშუალებებით, აღმოაჩინეთ ყველა სასურველი პროდუქტი ველიზე და მიიღეთ შეკვეთა იმავე დღეს, 3 საათში. Მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. თითოეული მათგანი ძალიან კარგი საჩუქარი იქნება იმ მეგობრებისთვისაც, რომლებიც თავის მოვლის რიტუალებს ყოველდღიურად ასრულებენ. მათთვის საჩუქრის გაგზავნა ვებგვერდიდანვე შეგიძლიათ სასაჩუქრე შეფუთვითა და კეთილი სურვილებით სავსე ბარათთან ერთად.