პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, 22-25 სექტემბერს, მესამედ ჩატარდება თბილისის ხელოვნების ბაზრობა, რომელსაც საგამოფენო სივრცე ExpoGeorgia უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება შეკრებს გალერეებს, არტისტებს, კურატორებს, მედიას, მოწვეულ სტუმრებს, ხელოვნების მოყვარულებს და 4 დღის განმავლობაში თბილისს რეგიონის სახელოვნებო დედაქალაქად აქცევს.
Tbilisi Art Fair 2022-ზე წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გალერეები და ინდივიდუალური სივრცეები, რაც ხელოვანებს ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის საშუალებას მისცემს. TAF 2022-ის ფარგლებში გარდა ბაზრობისა და გამოფენებისა, იგეგმება სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები, ვორქშოპები, Taf Talks და აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ და უცხოურ სახელოვნებო სივრცებს შორის კონტაქტს. თბილისის ხელოვნების ბაზრობა 22 სექტემბერს გაიხსნება, 23 სექტემბრიდან კი მისი სტუმრობა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი