პირველი ფილმის გამოსვლიდან 29 წლის შემდეგ Hocus Pocus ეკრანებს უბრუნდება, მაყურებლების საყვარელი ალქაჯი დების, სანდერსონების როლებს კვლავ სარა ჯესიკა პარკერი, ბეტ მიდლერი და კათი ნაჯიმი შეასრულებენ. ახალი ფილმი მოგვითხრობს სანდერსონებზე, რომლებიც სამი დეკადის შემდეგ სალემში ბრუნდებიან და თანამედროვე მოზარდებთან დაპირისპირება უწევთ. Hocus Pocus-ის სამყაროში დაბრუნდება დაგ ჯოუნზიც, რომელიც კიდევ ერთხელ შეასრულებს ბილი ბუჩერსონის როლს.
Hocus Pocus 2-ის რეჟისორი ენ ფლეტჩერი იქნება. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი სასაცილო თავგადასავლისა, ფილმი საბოლოოდ იმაზე იქნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა და ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერა.
ფილმის ახალი პოსტერი საზოგადოებას სარა ჯესიკა პარკერმა ინსტაგრამის საშუალებით გაუზიარა, ფილმი 30 სექტემბერს Disney+-ზე გამოვა.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Disney+
დაწერე კომენტარი