Viennacontemporary - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელოვნებო ბაზრობაა, რომელიც 2012 წლიდან ტარდება. წელს ვენის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაში Window Project მიიღებს მონაწილეობას და ორ არტისტს - კოკა რამიშვილსა და ვახტანგ ქოქიაშვილს წარმოადგენს.
Window Project თანამედროვე გალერეაა, რომელიც 2013 წლიდან არსებობს. გალერეა თანამშრომლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ არტისტებთან. Window Project-ის მიზანია ახალგაზრდა არტისტების პოპულარობის გაზრდა, წინა თაობის მივიწყებული არტისტების ხელახლა აღმოჩენა და წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგის დაწყება.
წლევანდელი Viennacontemporary 8-11 სექტემბერს ჩატარდება, ბაზრობას 1865 წელს აგებული ნეო-რენესანსის სტილის მუსიკალური ცენტრი - Kursalon უმასპინძლებს. Window Project-ის ხილვა მე-15 ჯიხურში იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Window Project, Viennacontemporary, კოკა რამიშვილი
დაწერე კომენტარი