16 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში პირველად გაიმართება ფლორიან მაიზენბერგის პერსონალური გამოფენა, რომელსაც ე.ა.-ს საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს. "ნიღბის აღსარება" მულტი დისციპლინარული ექსპოზიციაა, რომელიც უმეტესად გააერთიანებს თბილისში შექმნილ სკულპტურებს, ფერწერასა და ვიდეონამუშევრებს. 


ფლორიან მაიზენბერგი ნიუ-იორკში მცხოვრები ხელოვანია. დიუსელდორფის აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, ისეთ კერძო გალერეებსა და საჯარო სივრცეებში,  როგორებიცაა: სიმონ სუბალის გალერეა, ნიუ-იორკი; ქეით მაქგერის გალერეა, ლონდონი; ვენტრუპის გალერეა, ბერლინი; კიოლნის ქუნსთვერაინი, კიოლნი; კასელის ქუნსთვერაინი, კასელი; ბუნდესქუნსთჰალე, ბონნი; ქუინსის მუზეუმი, ნიუ-იორკი; ბოროს კოლექცია, ბერლინი და სხვ.

 

გამოფენა 16 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება და 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.