ამერიკელმა დიზაინერმა ალექსანდრ ვანგმა სოციალურ ქსელში 72-საათიანი ინტერნეტგაყიდვა დაანონსა, სადაც მისი არქივიდან სხვადასხვა სტილის სამოსი იქნება წარმოდგენილი. დიზაინერის “საცავი” საკმაოდ მრავალფეროვანია - ტყავის ქვედაბოლოები, AW-brended-ის აქსესუარები, ჩანთები, ფეხსაცმელები და სხვა.
დიზაინერი გაყიდვიდან შემოსული თანხის 20%-ს გაეროს ფონდს გადასცემს და მოდის სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად საკუთარ წვლილს შეიტანს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაწერე კომენტარი