ზაფხული გავიდა და სახის კანის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ცივ ამინდში დამატებით დაცვას საჭიროებს. თავის მოვლის საშუალებების ყიდვა უკვე სახლიდან გაუსვლელად, Veli.store-ზე შეიძლება, სადაც სხვა ბრენდებთან ერთად ექსკლუზიურად დაგხვდებათ - Dr.Botanicals, Skinchemists, Organic & Botanic და Piuma-ს პროდუქცია. თუმცა, როდესაც პროდუქცია მრავალფეროვანია, რთულია ამა თუ იმ საშუალების სწორად შერჩევა. კანის მოვლისას კი აუცილებელია პროდუქტების სწორად შერჩევა, მათი თანმიმდევრობით მოხმარება და  ამაში თეონა თავართქილაძე დაგვეხმარება: 


პირველ საფეხურად გთავაზობთ La Roche Posay-ს მიცელარულ ქაფს. ეს გამწმენდი მომწონს, რადგან ძალიან ნაზი მუსია, რომელიც არ შეიცავს საპონს და არ მიშრობს კანს, აქვს სასიამოვნო სურნელი.


მეორე საფეხურია SkinChemists-ის სახის შრატი retinol-ით. შრატს ყოველთვის ვიყენებ რეტინოლის და ჰიალურონის მჟავების მაღალი კონცენტრაციით, რადგან ანტიასაკობრივ კრემებში ეს 2 მჟავა შეუცვლელია.


შემდეგი თვალის კრემია. მე La Roche Posay - Hyalu B5-ს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ესეც  ჰიალურონის მჟავას შეიცავს და ანტიასაკობრივ კრემებში  ერთ-ერთი საუკეთესოა, მუშაობ ნაოჭებსა და თვალის ირგვლივ მუქ წრეებზე, ამ კრემის შემდეგ თვალების ირგვლივ ძალიან კარგად ჯდება მაკიაჟი.


მეოთხე საფეხურია SkinChemists-ის დღის კრემი Collagen. კოლაგენი კანის ახალგაზრდობის გარანტია. ასაკთან ერთად მისი შემადგენლობა მცირდება ორგანიზმში და ამიტომ, საჭიროა ყოველდღიურად ისეთი კრემების გამოყენება, რომლებიც ასტიმულირებს ახალი კოლაგენის გამომუშავებას. ამ კრემში შედის ქოქოსის ზეთიც, რაც კარგად ატენიანებს და თან აქვს საოცარი სურნელი.


ბოლოს კი  Nuxe-ის ტუჩის ბალზამი - Reve de Miel. ტუჩის დამატენიანებელს ვიყენებ ყოველდღიურად. ეს ბალზამი მომწონს, რადგან  ულტრამკვებავია და აქვს თაფლის და გრეიპფრუტის ძალიან სასიამოვნო სურნელი.