სკანდინავიური დიზაინის სამზარეულოს ნივთებისა და აქსესუარების ბრენდი - Duka უკვე ას წელზე მეტია, რაც მინიმალისტური ესთეტიკით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის განუყოფელ ნივთებს ქმნის. ბრენდის ისტორია 1920 წლიდან იწყება, როცა შვედმა ბიზნესმენმა Hjalmar Blomqvist-მა პირველი წარმატებული მაღაზიის შემდეგ, 1962 წელს, პრემიუმ ხარისხის ეს კომპანია ოფიციალურად შექმნა. დღეს უკვე, Duka-ს შექმნიდან ასი წლის შემდეგ, მისი პროდუქტები მსოფლიოს მრავალ წერტილში იყიდება, მათ შორის - საქართველოშიც, სადაც სულ მალე Duka-ს მეორე ფილიალიც გაიხსნება.
სრულყოფილი საუზმისთვის
Duka-ს მაღაზიაში, რომელიც თბილისში, აქსის თაუერსის სავაჭრო სივრცეში მდებარეობს, სამზარეულოსთვის საჭირო ყველა ატრიბუტს შეხვდებით. აქ მრავლად არის წარმოდგენილი ჭურჭელი და აქსესუარები, რომლებიც ფუნქციურადაც და ესთეტიკურადაც თქვენი საუზმის რიტუალს ბევრად სასიამოვნო და დახვეწილ პროცესად აქცევს. ესპრესოს მადუღარა არომატული ყავისთვის, ჩაიდანი მათთვის, ვინც დილით ჩაის ირჩევს, ულამაზესი ფინჯნები და თაფლის შესანახი ქილა, რომელიც განსაკუთრებულად დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა - ის ნივთებია, რომლებიც სრულყოფილი საუზმის მოსამზადებლად გამოგადგებათ.
კომფორტული ლანჩისთვის
მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის გარდა, Duka-ს ჭურჭელი პრაქტიკულობითაც გამოირჩევა. ხემსის თასი, რომელშიც სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი კომპაქტურად და თან ამავე დროს ერთმანეთისგან განცალკევებით შეგიძლიათ მოათავსოთ, კომფორტული გადაწყვეტილებაა შუადღის ლანჩისთვის.
საღამოს წვეულებისთვის
ბოლო დროს საღამოობით სახლურ გარემოში მოწყობილი შეხვედრები და წვეულებები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. Duka-ში მხიარული საღამოებისთვის განუყოფელი კოქტეილების მოსამზადებლად კი მრავალფეროვანი ჭურჭელი დაგხვდებათ, მათ შორის - დახვეწილი დიზაინის ჭიქები, შესანახი ჭურჭელი და შეიკერი.
დეტალები დახვეწილი დიზაინისთვის
პრაქტიკული ჭურჭლის გარდა, Duka-ს შოურუმში ისეთ ნივთებსაც შეხვდებით, რომლებიც ფუნქციურობითაც გამოირჩევა და სამზარეულოს ინტერიერში გემოვნებიან ვიზუალსაც ქმნის. სუფრის გასაწყობად საჭირო ისეთი დეტალები, როგორებიცაა: პიცის დასადები, ხელსახოცების ყუთი ან მინიმალისტური დიზაინის საპურე, მთავარ ფუნქციასთან ერთად, დახვეწილი სკანდინავიური დიზაინისთვის შესაბამისი დეტალების ფუნქციასაც შეითავსებს.
კიდევ უფრო მეტი წესრიგისთვის
სამზარეულოში, სადაც მუდმივად საკვები მზადდება, წესრიგის შენარჩუნება პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანაიზერი, რომელიც საშუალებას გაძლევს ერთ სივრცეში ყველა საჭირო პროდუქტი მოათავსო, გარდა იმისა, რომ სამზარეულოში დიდ ადგილს ათავისუფლებს და ვიზუალურადაც ბევრად შთამბეჭდავ სურათს ქმნის, წესრიგის შენარჩუნებას კიდევ უფრო ამარტივებს.
დაწერე კომენტარი