Louis Vuitton სეულში ვეგეტარიანულ Pop-up რესტორანს ხსნის, რომელიც 1 თვის განმავლობაში იმუშავებს, მენიუზე მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეული - ალენ პასარი იზრუნებს და კერძებს მხოლოდ სეზონური პროდუქტებით მოამზადებს. 

რესტორნის კონცეფცია შემოდგომის ბაღის გარშემო შეიქმნა, რაც მის დიზაინშიც აისახება, სივრცე უხვად იქნება გაფორმებული მცენარეებით, ყვავილებითა და ფოთლებით - ხის ავეჯთან და მომრგვალებული  მინებიდან შემომავალ ბუნებრივ განათებასთან ერთად მყუდრო, მშვიდ ატმოსფეროს შექმნის. საინტერესოა, რომ მოდის სახლის შენობა, რომელშიც რესტორანი განთავსდება, თავის მხრივ ძალიან საინტერესო არქიტექტურული ნამუშევარია, რომელიც არქიტექტორ ფრენკ გერის ეკუთვნის.

რესტორანში შესაძლებელი იქნება ლანჩის, სადილისა და ვახშმის მირთმევა Maison Fragile-ის ჭურჭლით, რომელიც კონკრეტულად ამ პროექტისთვის დამზადდა. რესტორანი 17 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს სტუმრებს. 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Hypebeast