Heaven Marc Jacobs-ის ხაზია, რომელიც 2020 წლიდან არსებობს და ერთმანეთთან აკავშირებს მოდის, ხელოვნების, კინოსა და სხვადასხვა სფეროს არტისტებს. წლევანდელი კოლექციის კამპანიაში გვხვდებიან: პამელა ანდერსონი, კაილ მაკლაქლენი, Doja Cat, დევ ჰაინსი და Charli XCX.
ახალი კოლექცია შექმნილია არტისტ ერი ვაკიიამასა და რეჟისორ ვონგ კარ-ვაის თანამშრომლობით Online Ceramics-ის დიზაინერებთან - ალიქს როსთან და ელაიჯა ფანკთან.
კამპანიის მთავარ პერსონაჟად შეგვიძლია Baywatch-ის 55 წლის ვარსკვლავი - პამელა ანდერსონი მივიჩნიოთ, რომელიც ერთ-ერთ ფოტოზე ვარდისფერ ყვავილზე წევს Heaven by Marc Jacobs-ის ფერადი ჩანთით.
ამასთან ფოტოებში გვხვდება Doja Cat 90-იანი წლების სკოლის მოსწავლის სამოსით, კაილ მაკლაქენი ფრთებითა და ხმლით, Charli XCX კი - გრძელი მეტალის ფრჩხილებითა და ზურგში დანებით.
კამპანიის დიზაინზე დენიელ ემერსონმა იმუშავა, ფოტოები კი ჰარლი ვაირს ეკუთვნის.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი