ქეით მოსმა თავის მოვლის ბრენდი შექმნა, რომელიც სილამაზის სულიერ მხარესა და ბუნების სიყვარულზე კონცენტრირდება. პირველი პროდუქტი, რომელსაც ქეით მოსი საზოგადოებას შესთავაზებს, ზეთია, CBD-ის შემადგენლობით, რომელიც სახის კანს აახალგაზრდავებს.
როგორც მოდელმა აღნიშნა, ბრენდის იდეა პანდემიის დასაწყისში, კარანტინში გაუჩნდა, როდესაც განსაკუთრებით დაუახლოვდა ბუნებას, უვლიდა ბაღს და სხვადასხვა მცენარისა თუ ყვავილის სამკურნალო თვისებებს სწავლობდა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა, რომ შეექმნა ბრენდი, რომელიც პატივს მიაგებდა ბუნებას.
Cosmoss-ის ზეთის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის გამოიყენება კანის მოსავლელად საღამოს, მისი მოხმარების შემდეგ კი ქეით მოსი გვირჩევს გვირილის ჩაის დალევას, მზის ჩასვლის ყურებას და ბედნიერი ენერგიით ავსებას.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Casper Sejersen, Cosmoss by Kate Moss
დაწერე კომენტარი