Björk-მა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც სოკოების ტყის ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებს. Atopos პირველი სინგლია Fossora-დან, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, Björk-ის პირველი ალბომია. 


როგორც Björk-მა აღნიშნა Atopos ერთგვარი პასპორტია, რომელიც ახალი ალბომის, Fossora-ს სამყაროს გაგვაცნობს. ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ როგორი უცნაურია Björk-ის ფანტაზია, გვიჩვენებს სოკოების ტყეს, DJ-ს, რომელიც ამ ტყეში უკრავს, წვეულებასა და კლარნეტების სექსტეტს. არტისტი ალბომის მთავარი შთაგონების წყაროდ პანდემიის დროს სახლებში მოწყობილ უცნაურ წვეულებებს ასახელებს. 


სინგლის გამოსვლასთან ერთად Björk-მა დაიწყო პოდკასტ Sonic Symbolism-ზე მუშაობაც, სადაც მუსიკოსი თითო ეპიზოდში თავისი შემოქმედებიდან ერთ კონკრეტულ სიმღერას განიხილავს. 


Fossora 30 სექტემბერს გამოვა. ალბომში გაერთიანებული იქნება Björk-ის ახალი კომპოზიციები, რომელთაგანაც რამდენიმე მან Gabber Modus Operandi-სთან, Serpentwithfeet-სა და  El Guincho-სთან თანამშრომლობით შექმნა.

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Crackmagazine, Pitchfork