მარტინ სკორსეზეს “მაფიოზურ” ფილმებში: Mean Streets, Goodfellas, Casino, და The Departed როლინგ სტოუნზის ჰიტები გვხვდება. 2008 წელს ფილმი Shine a Light გადაიღო, 2016 წელს კი როლინგ სტოუნზის ვოკალისტ მიკ ჯაგერთან HBO-ს ახალი სერიალის, Vinyl-ის გადაღებისას თანამშრომლობდა.

 

“ჩემი ფილმები, - თქვა სკორსეზემ,  - წარმოუდგენელი იქნება მათ გარეშე”.

 

Mean Streets (1973)


Tell Me

სკორსეზეს ფილმებში სტოუნზის პირველად გაჟღერება უკავშირდება ჯგუფის ალბომს, 1964 LP-ს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელახლა გამოიცა, რასაც ინგლისში ჰიტების უახლესი შემქმნელები უწოდეს.  1973 წლის ფილმში Mean Street ჰარვი კეიტელი ასრულებს ახალგაზრდა  ყაჩაღის, ჩარლის როლს, სადაც ერთ-ერთ სცენაში, სტრიპტიზ-კლუბში შესვლისას, ჯაგერის მელოდია ირთვება. 

Jumpin’ Jack Flash


… როდესაც ჩარლის ძმაკაცი, ჯონი ბოი (რობერტ დე ნირო), ორ ქალბატონთან ერთად ხელჩაკიდებული შედის კლუბში, ფონად სისხლისფერი განათება და სტოუნზის 1968  წლის სინგლი გასდევს. 

Goodfellas (1990)


Gimme Shelter

Gimme Shelter ტრეკია 1968 წლის ალბომიდან Let It Bleed. ასევე, უკავშირდება 1970 წლის დოკუმენტურ ფილმსა და იგივე სახელით სტოუნზის საბედისწერო კონცერტს ალტამონტზე. სკორსეზე ფილმში Goodfellas სიმღერა Gimme Shelter-ის მეშვეობით აჩვენებს, როგორ ეწინააღმდეგება ჰენრი ჰილი (რეი ლიოტა)  უფროსი პაულის (პოლ სორვინო) სურვილებს. 

Monkey Man

“I’m a flea-bit peanut monkey / All my friends are junkies.”  სკორსეზე აჩვენებს ჰილის (რეი ლიოტა) კოკაინზე სულ უფრო და უფრო საშიშ დამოკიდებულებას. 

Memo From Turner

სტოუნზის სიმღერა Memo From Turner ხელახლა ჩაწერეს, როგორც ჯეგერის სოლო ტრეკი, მუსიკოსების 1970 წლის ფილმის, კრიმინალური დრამის, Performance-ის საუნდრეკისთვის. ფილმში Goodfellas, ერთ-ერთ სცენაში ჰილი (რეი ლიოტა) ცდილობს ნარკოტიკებით ვაჭრობას, ვერტმფრენით კი უკან მისდევენ და ფონად ერთვის Memo From Turner, სადაც რენდი ნიუმენი პორტეპიანოზე, ხოლო რაი კუდერი გიტარაზე უკრავს.

Casino (1995)


Long Long While

ბარში როგორც კი Long Long While ირთვება, ნიკი (ჯო პეში) კალმით იწყებს მამაკაცის ცემას, მისი მეგობრის, სემ როტშტეინის (რობერტ დე ნირო) გამო.

Heart of Stone

გულგრილ დე ნიროს, გულს მაშინ ატკენენ, როდესაც მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უყვარდება, რომელსაც შერონ სტოუნი თამაშობს. 

Sweet Virginia

სკორსეზემ აირჩია ქანთრის მუსიკის მსგავსი  სტოუნზის სიმღერა Sweet Virginia, სადაც როტშტეინი (დე ნირო) თავისი კაზინოდან უხეშ კოვბოის აგდებს. 

Can’t You Hear Me Knocking

სიმღერა 1971 წლის Sticky Fingers-დან მოდის, და იმ სცენაში უკრავს, სადაც ნიკი (ჯო პეში) და მისი ბრბო კედელზე უროს რტყმით ბრილიანტებს იპარავენ.

Gimme Shelter and (I Can’t Get No) Satisfaction (The Devo cover version)

კოკაინის შედეგად, ნიკის ფიზიკურ და მენტალურ გაუარესებას Gimme Shelter-ის მუსიკის ფონზე ვხედავთ. 

The Departed (2006)


Gimme Shelter

ფილმი The Departed იწყება ქალაქ ბოსტონის ისტორიით, სადაც ნაჩვენებია რასობრივი დისჰარმონია და საუბარია კათოლიციზმზე. მთხრობელი ირლანდიელი ფრენკ კოსტელოა  (ჯეკ ნიკოლსონი). როდესაც ის თავის კრედოს წარმოთქვამს, “არავინ მოგცემს, შენ თავად უნდა აიღო”, მუსიკა Gimme Shelter-ს ხმა ეწევა. “ფილმის მორალი ნულია, - ამბობს მოგვიანებით  სკორსეზე, - Gimme Shelter იყო ერთადერთი რამ, რამაც იმუშავა.”

Let It Loose

საიდუმლო პოლიციელი, ბილი კოსტიგანი (ლეონარდო დი კაპრიო) ხვდება კოსტელოს (ჯეკ ნიკოლსონი), სადაც უფროსი (ჯეკ ნიკოლსონი) საუბარს იწყებს კითხვით - ”იცი ვინ ვარ?” , კოსტიგანის (ლეონარდო დი კაპრიო) ისედაც დაზიანებული მაჯის დამტვრევით აგრძელებს, შემდეგ კი ბოდიშის მოხდით  ამთავრებს. პარალელურად ჟღერს ჯაგერის სიმღერა - Let It Loose. 

Shine a Light (2008)



The Departed-ის გამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, სკორსეზემ სტოუნზი ნიუ-იორკის ბეკონის თეატრში გადაიღო. სტოუნზის ალბომი Shine a Light მათივე 1972 წლის ალბომის, Exile on Main St.-ის ერთ-ერთ ტრეკს ერქვა. მიკ ჯაგერის ხუმრობით, Shine a light მარტინ სკორსეზეს ერთადერთი ფილმია, რომელსაც Gimme shelter-ის საუნდტრეკი არ აქვს.