23 სექტემბერს LC Queisser-ში თეა გვეტაძის პერსონალური გამოფენა - “კავკასიური ზამბახი” გაიხსნება. გამოფენა წარმოადგენს თეა გვეტაძის მულტიდისციპლინარული შემოქმედებითი პრაქტიკის ფართო სპექტრს, მათ შორის მასშტაბურ ფერწერასა და კედლის ინსტალაციას, ობიექტს, კერამიკასა და მოზაიკას.
თეა გვეტაძე მუშაობს ავტობიოგრაფიული ცნობებით, ემბლემებით, მეტაფიზიკური სიმბოლიზმით და ემოციური დაძაბულობით სავსე იდუმალ სცენარებზე. მისი შემოქმედება გამოირჩევა გამოსახულებისა და ამბის თხრობის უაღრესად ინდივიდუალური ფორმებით. “კავკასიური ზამბახი” სრულმასშტაბიანი ინსტალაციის სახეს იძენს და საგამოფენო სივრცეში ხელოვანის ენიგმატურ სცენარებს აცოცხლებს.
თეა გვეტაძე მუშაობს და ცხოვრობს თბილისში, საქართველოში. მისი ბოლო პერსონალური გამოფენებია: “სუბტროპიკული უშგული”, LC Queisser, თბილისი (2019); “თეა გვეტაძე – Becoming Thea Merlani”, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ანტვერპენი (2018); “ზედა წინსვლა”, გალერეა "ნექტარი", თბილისი (2017). გარდა ამისა, მისი ნამუშევრები იფინება ჯგუფურ გამოფენებში - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი (2022); M HKA, ანტვერპენი (2022); გალერეა SUPRAINFINIT, ბუქარესტი (2021); გალერეა 4710, თბილისი (2021); ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი (2018); არქიტექტურის ბიენალე, თბილისი (2018).
გამოფენა 23 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება.
დაწერე კომენტარი