ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას ფილმმა "დიდი შესვენება". გამარჯვებული ფილმი 12-კაციანმა ჟიურიმ შეარჩია, კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა: “ატონალური გაბრწყინება” - რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე; “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” - რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი; “დიდი შესვენება” - რეჟისორი დათა ფირცხალავა;  „მოთვინიერება“ - რეჟისორი სალომე ჯაში;  „ოთარის სიკვდილი“ - რეჟისორი იოსებ ბლიაძე; “ტყვია“ - რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.

 

 "დიდი შესვენება" დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ შეკრებილი კლასელებისა და ბავშვობის ტრავმების ხელახლა გახსენების ისტორიას გვიყვება. 

 ფილმის მსოფლიო პრემიერა 9 სექტემბერს წარმატებით შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, "დიდი შესვენება" წარმოებულია საპროდიუსერო კომპანია "მილიმეტრ ფილმის" მიერ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. მოხვდება თუ არა ქართული ფილმი "ოსკარის" ნომინანტთა სიაში, 2022 წლის 21 დეკემბერს გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Millimeter Films