ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი „კარფური“, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. საიუბილეო შეთავაზებებთან ერთად, „კარფურმა“ განსაკუთრებული პრიზები გადასცა ერთგულ მომხმარებლებს. ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზებით აჯილდოებს, რათა გამოხატოს მადლიერება ნდობისა და ერთგულებისათვის. სწორედ ამიტომ საიუბილეო კამპანიის მთავარი სლოგანია - „მადლობა 10-წლიანი ერთგულებისთვის".
13 სექტემბერს, კარფურის დაბადების დღეს, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში გრანდიოზული პრიზები გათამაშდა. კომპანია კარფურის და Mastercard-ის გრძელვადიანი, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ამ დღეს მომხმარებლებს შანსი მიეცათ მოეგოთ მთავარი პრიზი - დაუვიწყარი მოგზაურობა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, 5 ღამით, რომელსაც ტურისტული კომპანია - Go Tour-ი უზრუნველყოფს. ტურის წამყვანი კი ნიკოლოზ წულუკიძე იქნება.
კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში, MyClub-ის დასკანერებისა და Mastercard-ით გადახდისას, შემთხვევითობის პრინციპით ნებისმიერი პროდუქტის ან ნივთის შეძენისას, კარფურის მომხმარებლებმა მიიღეს შანსი მოეგოთ - მაიქლაბის 1000 ლარამდე ქულები, ავეჯი, სამზარეულოს ინვენტარი, ფასდაკლებები ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიაზე და ისეთი ბრენდების საჩუქრები, როგორებიცაა: Voulez-Vous, Wissol, Wolt, Coca-cola, President, სანტე, სანდომი, ლოკო-მოკო, Karcher, Heineken, Lowenbrau, Eveline, Carte-Noir, Babyliss და Travel Box - სასტუმროს ვაუჩერთან ერთად - გამორჩეული ნივთებისა და პროდუქტების ნაკრები მოგზაურობის მოყვარულთათვის, რომელიც კარფურის მომხმარებლებმა რე-ბანკისგან მიიღეს.
რაც მთავარია, 7 ოქტომბრის ჩათვლით, კარფურის იუბილესთან დაკავშირებით, ყველა ფილიალში მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები და შესანიშნავი ფასდაკლებები ელოდება!
დაწერე კომენტარი