გალერეა Artbeat 21 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით ანნა კ.ე.-ს პერსონალურ გამოფენას - In Order-ს უმასპინძლებს.
ანნა კ.ე. საქართველოში, თბილისში დაბადებული ხელოვანია, რომელიც 2002 წელს, 15 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. 2004 წელს მიიღეს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხელოვნების აკადემიაში, დიუსელდორფში, სადაც მან 2010 წელს პროფესორების - გეორგ ჰეროლდის და ქრისტოფერ ვილიამსის ხელმძღვანელობით საბაკალავრო და სამაგისტრო დიპლომები დაიცვა. სწავლის პერიოდში გახდა მრავალი ჯილდოს, დაფინანსებისა თუ პრიზის მფლობელი, მათ შორის: Rotary Club-ის დაფინანსება 2007 წელს, The Audi Art Award - 2008 წელს პროგრესული პერფორმანსისთვის, The ISCP-ის რეზიდენტურა 2009 წელს ნიუ-იორკში და Herbert Zapp-ის ჯილდო - ახალგაზრდა არტისტი 2012-ში.
მის ნამუშევრებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობებზე შეხვდებით, როგორებიცაა: Frieze New York, Art Basel Miami, Armory New York, ARCO Madrid, LISTE Basel, და ZONAMACO Mexico. 2019 წელს ანნა ვენეციის 58-ე სახელოვნებო ბიენალეზე საქართველოს პავილიონს წარადგენდა, ნამუშევრით “REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation... “, მარგო ნორტონის კურატორობით.
გამოფენის გახსნა: 21 სექტემბერი, 18:00-20:00 სთ.გამოფენა გაგრძელდება 21 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.
მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. 14, თბილისი
დაწერე კომენტარი