23 სექტემბერს, 17:00 საათზე Window Project Tamara K.E-ს სოლო გამოფენას წარმოგიდგენთ. Regret (სინანული) ხელოვანის პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრების სერიები - Farewelling Junkyard და Remnants of the Glaring Day, ერთი შეხედვით, კოდების შემთხვევითი სისტემით,  მასალებისა და თხრობის არატრადიციული სიმრავლით. ჩვენ მივყვებით ხაზს, რომელიც ამახინჯებს, ამრუდებს და ხლართავს, მაგრამ ასევე, ზეიმობს იმ ისტორიის დასასრულს, რომელსაც გამოფენა ასახავს. 


Tamara K.E.-მ ვენეციის 50-ე ბიენალეზე საქართველოს პავილიონი თეა გვეტაძესთან ერთად წარადგინა. მიწვეული იყო პრაღის პირველ ბიენალეზე. ის მონაწილეობდა გამოფენებში აშშ-სა და ევროპაში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ისეთ ინსტიტუციებში, როგორებიცაა: Haus Huth, Daimler Contemporary - ბერლინში, Sprengel Museum - ჰანოვერში, Whitechapel Gallery - ლონდონში, CoBrA Museum - ამსტერდამში, Von Der Heydt Museum - ვუპერტალში, Hamburg Kunsthalle - ჰამბურგში და სხვა. Tamara K.E.-ს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორისაა გერმანული პრიზი - Kunstpreis der Deutschen Volks- und Raiffeisenbanken, UBS ბანკის ჯილდო ახალგაზრდა ხელოვანებისთვის და ევროპული პრიზი ხატვისთვის.


გამოფენა 23 სექტემბერს, 17:00 საათზე, ერეკლე ტატიშვილის 9 ნომერში გაიხსნება და 15 ნოემრამდე გაგრძელდება.