არ მიყვარს ზაფხულში ხალხმრავალ სიტუაციაში დასვენება, ამიტომ ყოველთვის გაზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში მივდივარ ზღვაზე დასასვენებლად. ასეთ დროს უფრო ვახერხებ განტვირთვას, თან ამ პერიოდში ამინდი და გარემოც უფრო მშვიდი და რომანტიკულია.
ფოტოებშიც ცარიელი სანაპირო უფრო მომწონს, ვიდრე ხალხმრავალი, ასეთ დროს განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლა, განსაკუთრებით მიყვარს გაზაფხულის ბოლოს მზის ჩასვლაზე დაკვირვება.
გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამინდიც უფრო მრავალფეროვანი და ცვალებადია, მხოლოდ ცხელ და მზიან დღეებს არ ატარებ სანაპიროზე - ხან წვიმს, ხან მზეა და ყველაფერი მხატვრული ხდება.
ფოტოები ბოლო სამი წლის განმავლობაშია გადაღებული, როცა ჩემს შვილთან ერთად ვისვენებდი. ძირითადად რამდენიმე ოჯახი ვისვენებთ ბავშვებთან ერთად და ვცდილობთ მთელი სანაპირო ზოლი მოვიცვათ - დასვენებას გურიაში ვიწყებთ, შეკვეთილის ქვიშიან სანაპიროზე, შემდეგ ციხისძირის ულამაზეს, მწვანე გარემოში ვატარებთ დროს, ბოლოს კი ბათუმში მივდივართ, დატვირთულ, ქალაქურ გარემოში. ფოტოებზეც სწორედ შავი ზღვის სანაპიროს მრავალფეროვანი ბუნებაა ასახული.
ავტორი: ლუიზა ჩალათაშვილი
დაწერე კომენტარი