გახსოვთ ბოლოს როდის გააკეთეთ რაღაც პირველად? მაგალითად,  აღმოაჩინეთ ახალი ადგილი, წახვედით პირველ პაემანზე, ან პირველად გასინჯეთ განსაკუთრებით გემრიელი ახალი კერძი? თანამედროვე ცხოვრების სწრაფი და დატვირთული წესი ხშირად გვაიძულებს, რომ სიახლეებზე უარი ვთქვათ, ვიაროთ კარგად ნაცნობ ადგილებში, შევხვდეთ ერთსა და იმავე ადამიანებს, მივირთვათ კარგად ნაცნობი და ხშირად მობეზრებული კერძები, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია გადავუხვიოთ მრავალჯერ გამოცდილ გზას და სიახლეების მიღება დავიწყოთ.სწორედ პირველი აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს Gastronome-ის ქსელის ახალი ვიდეო კამპანია, სხვადასხვაგვარ პირველ გამოცდილებას გვახსენებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქციის პირველად დაგემოვნებასა და შეყვარებას სთავაზობს

 

ალბათ ყველა ჩვენგანს გვაქვს კერძები, რომლებიც ასოციაციებს გვიჩენს, Gastronome-ის საშუალებით კი შეგვიძლია სრულიად უცხო გემო გავსინჯოთ და ახალი მოგონებები შევქმნათ, რადგან გემო, ყველაზე კარგად ინახავს ემოციას და ყოველ ჯერზე გვაძლევს საშუალებას, რომ კონკრეტულ მომენტს დავუბრუნდეთ.


Gastronome-ში 2000-ზე მეტი უნიკალური და განსხვავებული პროდუქტი დაგხვდებათ, რომლის მსგავსსაც საქართველოში ვერსად იპოვით. Gastronome-ის ჯგუფის მიზანი პირველ რიგში საზოგადოებაში გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა, რასაც უკვე მე-3 წელია დელიკატესების 7 მაღაზიისა და განსხვავებული კონცეფციის სამი რესტორნის საშუალებით ახერხებს.


Gastronome გთავაზობთ პროდუქციას, რომელიც გასინჯვისთანავე იქცევა თქვენს ფავორიტად, მაგალითად, ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ აზიურ დესერტს, მოჩის, ევროპული ყველისა და ხორც-პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტს, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებსა და შამპანურს, მომხმარებლისათვის ჯერ კიდევ უცნობ, დესერტებსა თუ ვეგანურ პროდუქტებს, რომელთაც საქართველოში სხვაგან ვერ შეხვდებით.


Gastronome, პირველ რიგში, პრემიუმ ხარისხთან ასოცირდება,  ქსელი თითოეულ მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს, ექსკლუზიურ გემოებსა და ახალ აღმოჩენებს სთავაზობს. Gastronome-ს გურმანები ქმნიან, რომლებსაც პროდუქციის 97% ინდივიდუალურად შემოაქვთ,  სწორედ ამიტომ, ყველაფერი, რაც ქსელში გვხვდება, განსაკუთრებული გემოვნებითა და სიყვარულითაა შერჩეული. 30 სექტემბერს კი Gastronome 3 წლის ხდება, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებელს გასტრონომის ყველა ფილიალში ექსკლუზიური შეთავაზებები და აღმოჩენები ელოდება, 30-ში Gastronome-ში დაგხვდებათ თბილი გარემო, ფურშეტი, სასმელები და უპრეცედენტო, 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე. ვაჟა-ფშაველას ფილიალი კი მცირე ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც ერთგულ მომხმარებლებს მიიწვევენ, ცოცხალი მუსიკით გაფორმებული საღამო სავსე იქნება სიურპრიზებითა და საჩუქრებით.