დღეს, 26 სექტემბერს ქუთაისში პირველად გაიხსნება პეტრე ოცხელის პერსონალური გამოფენა, რომელიც მხატვრის 115 წლის იუბილეს აღსანიშნავად ეწყობა. 


გამოფენა ქუთაისის მერიისა და ხელოვნების სასახლის ინიციატივით იმართება, ექსპოზიციას დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა უმასპინძლებს და დამთვალიერებელს მხატვრის 100-მდე ნამუშევარს წარუდგენს. 

გამოფენის გახსნასთან ერთად საზეიმოდ აინთება “მფრინავი მღებავის” ინსტალაცია, რომელიც გალერეის გარე ფასადზე განთავსდება. 


პეტრე ოცხელის პერსონალური გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.