Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი The Crown 9 ნოემბერს მე-5 სეზონით დაბრუნდება. ახალი სეზონი ინგლისის პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას განქორწინების ისტორიას მოგვიყვება.
სერიალის ახალი სეზონის გამოსვლა თავდაპირველად კოვიდპანდემიის, შემდეგ კი ელიზაბეტ II-ს გარდაცვალების გამო გადაიდო. თუმცა სწორედ დედოფლის გარდაცვალებამ ისედაც პოპულარული სერიალი კიდევ უფრო ცნობილი გახადა.
ახალ სეზონში ტრადიციულად შეიცვლება სამსახიობო ანსამბლი, რადგან მოქმედება წინა სეზონისგან განსხვავებულ პერიოდში მიმდინარეობს. დედოფლის როლის შემსრულებელ ოლივია კოლმანს იმელდა სტონტონი ჩაანაცვლებს, პრინცი ფილიპის როლს ჯონათან პრაისი მოირგებს, პრინც ჩარლზსა და პრინცესა დაიანას კი დომინიკ უესტი და ელიზაბეტ დებიცკი ითამაშებენ. სავარაუდოდ, ამ სეზონშივე ვნახავთ დაიანას გარდაცვალების ეპიზოდსაც.
სერიალის ნახვა 9 ნოემბრიდან Netflix-ზე იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Netflix
დაწერე კომენტარი