ფრანგული საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია Jacadi, რომელიც ქართულ ბაზარზე კომპანია ICR-ის წარმომადგენლობით 2017 წლიდან არსებობს, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის დახვეწილ საბავშვო სამოსს სთავაზობს, ამავე დროს მუდამ ზრუნავს ერთგული მომხმარებლების კმაყოფილებაზე, რის ნიშნადაც ბრენდმა სულ ცოტა ხნის წინ ბავშვებს ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებაზე უმასპინძლა.გთავაზობთ ინტერვიუს Jacadi-ის მარკეტინგის მენეჯერ გვანცა ნავროზაშვილთან, რომელიც ფრანგული ბრენდის ქართული ისტორიის შესახებ გვესაუბრება
პირველ რიგში მოგვიყევით Jacadi-ის ბრენდის შესახებ, რომელსაც ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს, როგორია მისი შექმნის ამბავი და განვითარების ეტაპები?
Jacadi-ის ბრენდი 1976 წლიდან ქმნის საბავშვო მოდის ფრანგულ ტრადიციას როგორც ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპებისთვის, ისე ყოველდღიური მომენტებისთვის. კლასიკური ფესვების მქონდე თანამედროვე ბრენდი მოიცავს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და საბავშვო ნივთებს, რომლებიც ზუსტად იმეორებენ ბავშვების შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნებას. მისი კოლექციები პარიზულ სახელოსნოებში სტილისტებისა და დიზაინერების მიერ იქმნება. ექსკლუზიური თარგები და პრინტები, ფერების სიმდიდრე, დახვეწილი დეტალები და ნამდვილი ფრანგული სტილი Jacadi-ს კოლექციებს უნიკალურს ხდის და ცხოვრების ბავშვური სიხარული კოლექციის ფერებშიც მუდმივად იგრძნობა.
როგორ ფიქრობთ, რით გამოირჩევა ბრენდი ბავშვის ტანისამოსის მწარმოებელი სხვა კომპანიებისგან და რა არის თითოეული მათგანის ბრენდის ფილოსოფია?
Jacadi-ს ბრენდი ფრანგული ტრადიციების მიმდევრობით გამოირჩევა, ბრენდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხის, სტილისა და კომფორტის შენარჩუნებას. Jacadi გარემოზე ზრუნვითაც გამოირჩევა და შესაბამისად, მუდმივად ცდილობს მტკიცე ნაბიჯები გადადგას ეკომეგობრული მასალების გამოყენებისკენ. 2022 წლის კოლექციების 72% მდგრადი მასალებისგან შეიქმნა, რაც გასული წლების კოლექციებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. გამოიყენება ორგანული ბამბა, გადამუშავებული ქიშმირი და პოლიესტერი, შესაბამისი ორგანიზაციების მიერ სერტიფიცირებული ქსოვილები, გადამუშავებული ფეხსაცმელები. ბრენდი ზრუნავს ცხოველებზეც და იყენებს მხოლოდ ეთიკურად მოპოვებულ შალსა და ბუმბულს. ეს კონკრეტული ქმედებები ხელს უწყობს გარემოს იმ სახით შენარჩუნებას, როგორიც გვინდა რომ მომავალ თაობებს გადავცეთ.
მოგვიყევით, პირველად როდის და როგორ გაჩნდა ICR-ჯგუფში ეს ბრენდი და რა სახის სამოსს სთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს?
ICR ჯგუფი Jacadi-ს ბრენდს ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან წარმოადგენს და მომხმარებელს სთავაზობს ბრენდის სრულ კოლექციებს. მაღაზიებში წარმოდგენილია ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, აქსესუარები და პარფიუმერია 0-იდან 12 წლამდე ბიჭებისა და გოგონებისთვის. დღეს ბრენდი თბილისში 3 მაღაზიით არის წარმოდგენილი. მათ შორის ერთი ახალი მაღაზიაა, რომელიც წელს გალერია თბილისში გაიხსნა. მომავალი წლისთვის იგეგმება ფილიალის გახსნა ბათუმში, რასაც ჩვენი მომხმარებელი დიდი ხანია ელოდება და იმედი გვაქვს, ბათუმიც ისე შეიყვარებს Jacadi-ის ბრენდს, როგორც თბილისი.
მოგვიყევით ვაკის პარკში გამართული ღონისძიების შესახებ, რასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო წვეულება და ვინ იყვნენ მასში ჩართულები?
ვაკის პარკში წვეულება სასკოლო წლის განახლებასთან დაკავშირებით მოეწყო. მოგეხსენებათ, პანდემიური სიტუაციის გამო ბავშვებს თითქმის 2 წელი არ გაუტარებიათ საკლასო ოთახებში და ვიფიქრეთ, სწავლის განახლებას სათანადო აღნიშვნა სჭირდებოდა. ღონისძიებაზე ჩვენი ერთგული მეგობრები მოვიწვიეთ და პატარებისთვის საუცხოო გასართობი აქტივობები მოვაწყვეთ. ბევრი ვიცეკვეთ, ვითამაშეთ და ვიმღერეთ. მაგიური ილუზიონისტების შოუ, საპნის ბუშტების შოუ და თოჯინების თეატრი პატარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. ყველასთვის საყვარელი სასუსნავები - პოპ-კორნი, ბამბის ნაყინი და ხელნაკეთი ფრანგული ტკბილეულიც დააგემოვნეს. სპეციალურად მოეწყო ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების მასტერკლასი, სადაც პატარებმა თავადაც შექმნეს შესანიშნავი ნამუშევრები.
ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს თქვენი კომპანიისთვის ერთგული მომხმარებლებისათვის ამგვარი ღონისძიების ჩატარებას? საინტერესოა თქვენი ბრენდის მიდგომები და დამოკიდებულება ამ მხრივ.
ICR ჯგუფი ყოველთვის ცდილობს ბრენდის ღირებულებები მომხმარებლამდე სწორად მიიტანოს. ამ ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს იყო - ერთგული მომხმარებლებისთვის შეგვექმნა დასამახსოვრებელი გამოცდილება და რაც მთავარია, ჩვენი პატარა მეგობრები გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, სამომავლოდ უფრო ხშირად შევძლებთ ჩვენი მომხმარებლების ასეთი ღონისძიებებით განებივრებას.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტო: Jacadi
დაწერე კომენტარი