ბრედ პიტი ქანდაკებით დაინტერესდა - როგორც მსახიობი აცხადებს, სკულპტურა მისთვის თვითგამოხატვის საუკეთესო ფორმაა. მსახიობმა თავისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას ფინეთში, Sara Hildén Art Museum-ში წარუდგინა.

პიტის სკულპტურები ბრიტანელი არტისტის, ტომას ჰაუსეგოს გამოფენის ნაწილია. გამოფენაზე წარმოდგენილია ავსტრალიელი მუსიკოსის, ნიკ ქეივის კერამიკული ნამუშევრებიც. 

ბრედ პიტის ნამუშევრები ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგაა შექმნილი.  როგორც მსახიობი აღნიშნავს, სკულპტურით ის გამოხატავს საკუთარ ნამდვილ პერსონას და ბოდიშს უხდის ადამიანებს, რომელთაც ტკივილი მიაყენა. 

გამოფენაზე შესაძლებელია სხეულის ნაწილების ფორმებით მოჭედილი მეტალის ნამუშევრისა და სახლის მსგავსი სილიკონის სკულპტურის ხილვა, რომელიც ტყვიითაა დახვრეტილი.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Dazed, Guardian, CNN