Studio Ghibli ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ანიმაციებს ქმნის კინოსამყაროში. ფილმებში ვხვდებით უცხო სამყაროებსა და ემოციურ ისტორიებს. 

თუმცა გარდა ამისა, სტუდია ცნობილია საოცრად მადისაღმძვრელი საკვების გამოსახულებებით, რომელთა მომზადებასაც Studio Ghibli-ის კულინარიული წიგნი გვასწავლის.

წიგნში შესულია ისეთი კერძები, როგორიცაა ბენტო My Neighbour Totoro-დან, თევზი და გოგრის ნამცხვარი ფილმიდან Kiki's Delivery Service და წითელი ფუნთუშები ფილმიდან Spirited Away.

Studio Ghibli ბოლო პერიოდია ფართოვდება და ანიმაციის მოყვარულებს სიახლეებს სთავაზობს, სულ მალე მაყურებელი My Neighbour Totoro-ს თეატრალურ ადაპტაციას იხილავს, გარდა ამისა, იხსნება Ghibli-ის თემატური პარკი, რომელიც გააცოხლებს სცენებს ფილმებიდან - My Neighbour Totoro, Laputa: Castle in the Sky, და Howl‘s Moving Castle.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Studio Ghibli