პარიზის მოდის კვირეული სულ ახლახან დაიწყო, სადაც ტრადიციულად პირველი დიდი მოდის სახლი, რომელმაც გაზაფხულის კოლექცია წარადგინა, Dior იყო. წლევანდელი ჩვენება კრეატიული დირექტორის, მარია გრაცია კიურის გადაწყვეტილებით კარდონის სასახლეში გაიმართა.
მარია გრაცია კიურის ახალი კოლექციების შთაგონება ხშირად წარსულში ცნობილი ქალები არიან. წლევანდელი კოლექცია მე-16 საუკუნის გავლენიან მმართველს - ეკატერინე მედიჩის ეძღვნებოდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვის გარდერობშიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაჩნდა. Dior-მა მისი 30-წლიანი მმართველობა ბაროკოს სტილის სამოსში, კორსეტებში, შავ მაქმანებში, ხელთათმნებსა და მკვეთრად გამოხატულ სილუეტებში გამოხატა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენებაზე მატილდა გვარლიანიც გამოვიდა, რომელიც ყვავილებიან და მაქმანებიან სამოსსა და ასევე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს წარადგენდა.
Dior-ის ჩვენებას Björk-ის მუსიკა და მოცეკვავეები აფორმებდნენ. სასახლის ინტერიერი, მე-16 საუკუნით შთაგონებული სამოსი და მუსიკალური გაფორმება ჩვენებაზე ზღაპრისმაგვარ ატმოსფეროს ქმნიდა.
კარდონის სასახლე Tuileries-ის ბაღში განთავსდა, ხელოვნური სასახლე შთაგონებული იყო ლომბარდიასა და პალერმოში მდებარე ნამდვილი სასახლეებით.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Hypebeast
დაწერე კომენტარი