Ჰარი სტაილსის, ლანა დელ რეისა და ჯარედ ლეტოს შემდეგ, Gucci-ის ახალი კამპანიის სახე რაიან გოსლინგი გახდა. კამპანია ბრენდის სამგზავრო აქსესუარებს ეძღვნება. გოსლინგი 2022 წლის გაზაფხულის Gucci Savoy-ის კოლექციას წარმოადგენს, თუმცა კამპანია 70-იანი წლების ესთეტიკითაა შთაგონებული. 

რაიან გოსლინგის ამ კამპანიაში ხილვა განსაკუთრებით საინტერესო მისი ახლახან შესრულებული “კენის” როლის გამოა, მსახიობმა ვიდეოში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას თანაბარი წარმატებით შეუძლია როგორც პლასტმასის თოჯინის, ასევე დახვეწილი მამაკაცის როლის შესრულება. 

როგორც მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე აღნიშნავს, რაიან გოსლინგი იდეალურად ერგება ბრენდის იდეალებს, Gucci-ისთვის მოგზაურობა არასდროს ყოფილა უბრალოდ ფიზიკურად მიმოსვლა, Gucci-ის აქსესუარები თან დაჰქონდათ არტისტებს, მწერლებს, ჰოლივუდის რეჟისორებს, გოსლინგს კი ზუსტად ესმის ეს ყველაფერი და იდეალურად ირგებს 70-იანი წლების ხელოვანის როლს. 

ფოტოებში გოსლინგი სხვადასხვა სტილს წარმოადგენს - ქუდითა და პიჯაკით გამოიყურება როგორც კოვბოი, აცვია 70-იანების სტილის დახვეწილი კოსტიუმი და მანქანას მართავს საზაფხულო პერანგით, თუმცა როგორც ვიდეოში, ასევე ფოტოებში უცვლელია დახვეწილობა და Gucci-ისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: GQ Magazine