ჯარედ ლეტოსა და მოდის სამყაროს ურთიერთობა გრძელდება - მას შემდეგ, რაც House of Gucci-ში მან პაოლო გუჩის როლი შეასრულა, მერე კი Met Gala-ზე Gucci-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს ტყუპისცალივით გამოწყობილი წარდგა, მსახიობი კარლ ლაგერფილდის როლის შესასრულებლად ემზადება.
ჯარედ ლეტოსთვის ლაგერფილდის როლი მრავალი წლის ოცნებაა, ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ კარლ ლაგერფილდს პირველი შეხვედრისთანავე უთხრა, რომ ოდესმე მასზე გადაღებულ ბიოპიკში ითამაშებდა. ფილმის პროექტზე კომპანია Paradox მუშაობს, რომლის დამფუძნებლებიც თვითონ ლეტო და მისი პარტნიორი ემა ლადბრუკი არიან, ფილმის პროდიუსერები პიერ პაოლო რიგი, კეროლინ ლებარი და სებასტიენ ჟონდო იქნებიან, სამივე მათგანი ლაგერფილდთან მუშაობდა.
ფილმი მას შემდეგ დაანონსდა, რაც Met Gala-მ 2023 წლის თემად სწორედ კარლ ლაგერფილდი დაასახელა.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Pitchfork, Nytimes
დაწერე კომენტარი