გამოფენა სამ დამოუკიდებელ ექსპოზიციას აერთიანებს: თბილისის არქიტექტურის არქივის მიერ მომზადებული, კვლევას დაფუძნებული გამოფენა საწყლოსნო-სპორტული კომპლექსის, ლაგუნა-ვერეს შესახებ, რომლის მიზანი აღნიშნული კომპლექსის როგორც არქიტექტურულ, ისე მის სოციო-კულტურულ მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებაა; გამოფენა „The Iconic Ruins, ომისშემდგომი არქიტექტურა ვიშეგრადის ქვეყნებში“ ცდილობს აღმოაჩინოს ის პარალელები, რომლებიც ზემოთ ხსენებული ქვეყნების არქიტექტურაში სოციალისტური წარსულის პირობებში არსებობდა და ასევე, წამოიწყოს უფრო ფართო დისკუსია უახლოეს მომავალში კრიტიკული რისკის ქვეშ მყოფი გვიანი მოდერნიზმის კულტურული მემკვიდრეობის ბედზე. ,,მომავლის თანდასწრება” ასევე წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის სტუდენტების მონაწილეობით გამართული სემინარის შედეგებს. სემინარის ფარგლებში სტუდენტები არქიტექტურის, ისტორიისა და რეზერვაციის სფეროს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად (ლაშა შარტავა, ტომას იბრაჰიმი, ნანო ზაზანაშვილი და ერეკლე ჩინჩილაძე), საბჭოთა არქიტექტურის სამი გამორჩეული ნიმუშის - ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი, სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა და პედაგოგიური ტექნიკუმი - ისტორიული განვითარების, ამჟამინდელი მდგომარეობის და მომავალი გარემოებების თემების გარშემო მუშაობდნენ.
გამოფენის ფარგლებში, 22-23 ოქტომბერს არქიტექტორის თეორეტიკოსის, დავით ბოსტანაშვილის მოდერატორობით გაიმართება დისკუსიების სერია ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, თბილისის და სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ომისშემდგომი მოდერნიზმის წარსულისა და მომავლის შესახებ.
მომხსენებლები: ლადო ვარდოსანიძე, თამარ ხოშტარია (საქართველო); ნიკოლოზ ლეკვეიშვილი (საქართველო); პიტერ სალაი (სლოვენია); პიოტრ ვორლიკი (ჩეხეთი); დანიელ კოვაჩი (უნგრეთი); ანნა სიმერი (პოლონეთი), მიხეილ მურავსკი (პოლონეთი).
გამოფენის გახსნა: 15 ოქტომბერი, 18:00
გამოფენის კურატორი: ანა ჩორგოლაშვილი
გამოფენის ექსპოზიციის დიზაინის ავტორი: დავით ბროდსკი
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
გამოფენა ,,მომავლის თანდასწრება“
პროექტი დაფინანსებულია Visegrad Fund-ის მიერ და ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის - შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში.
დაწერე კომენტარი