პარტნიორობის ფარგლებში, კონიაკის სახლი კალათბურთისა და კონიაკის მოყვარულებს ყოველწლიურად Hennessy-ს ახალ ლიმიტირებულ გამოშვებებს სთავაზობს.  ამ წლის ლიმიტირებული გამოშვების ბოთლის დიზაინი კი კალათბურთის ბურთითაა შთაგონებული, მდიდარი გემო და ხილის ნოტები კი კონიაკის ცოცხალ, დინამიკურ ხასიათს უსვამს ხაზს და მას იდეალურ სასმელად აქცევს მრავალრიცხოვანი, ხალისიანი და ენერგიული შეკრებებისათვის. 

 

 

7 ოქტომბერს "რესპუბლიკაში” სწორედ ჰენესის ახალი ლიმიტირებული გამოშვების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება გაფორმებული იყო კალათბურთის თემატიკით შთაგონებული ორიგინალური დეკორაციები, სტუმრების წინაშე წარდგნენ ქართველი მუსიკოსებიც. თავდაპირველად ღონისძიების ატმოსფერო DJ ლევან აბაშიძემ შექმნა, შემდეგ კი მსმენელის წინაშე ელენე კალანდაძისა და ერეკლე გეწაძის მუსიკალური პროექტი  Bad Habitz წარდგა, რამაც საღამოს კიდევ უფრო ხალისიანი და ენერგიული განწყობა შესძინა.

 

 

ღონისძიების სტუმრებს  საშუალება ჰქონდათ ადგილზევე შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს კალათბურთის თამაშში, შეეფასებინათ ბოთლის ახლებური დიზაინი და კიდევ ერთხელ აღმოეჩინათ ყველასათვის კარგად ნაცნობი Hennessy V.S.-ის დახვეწილი გემო, რომელიც შეუძლებელია, სხვა კონიაკში აგერიოს.

 

 

Hennessy პირველი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც NBA-ს პარტნიორი გახდა, რაც არ არის გასაკვირი, რადგან კონიაკის სახლის ფილოსოფია - “არასოდეს გაჩერდე, არასოდეს შეწყვიტო წინსვლა” - ზუსტად ეხმიანება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მთავარ ფასეულობებს. Hennessy-ისა  და NBA-ს მიზანია, სპორტის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს მისწვდნენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კამპანია Game Never Stops, რომელიც გვიჩვენებს, როგორ განვითარდა კალათბურთის კულტურა ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში და რამხელა გავლენა აქვს ამ სპორტს ადამიანების ცხოვრებაზე - ადამიანების, რომლებიც კალათბურთს თამაშობენ, მატჩებს ესწრებიან ან,  უბრალოდ, სახლიდან უყურებენ.

 

 

ახალი ლიმიტირებული გამოშვების შეძენა შეგიძლიათ ალკორიუმებში ან MH-ის მაღაზიაში WOLT-ზე.