2023 წლის გაზაფხულზე მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის მთავარი გმირი კარლ ლაგერფილდი იქნება, რომლის ნამუშევრებისა და ესკიზების გამოფენა 5 მაისიდან 16 ივლისის ჩათვლით, სახელწოდებით Karl Lagerfeld: A Line of Beauty გაიმართება. გამოფენაზე კარლ ლაგერფელდის მიერ 1950-იანი წლებიდან დაწყებული 2019 წლის ჩათვლით შექმნილი ყველა სკეჩი და სხვადასხვა მოდის სახლში შექმნილი ათი ათასამდე სამოსი იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ თავად დიზაინერს არასდროს მოსწონდა რეტროსპექტივები, 2005 წელს სწორედ მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის Chanel-ისთვის გამართულ გამოფენას ამ მიზეზით არც დასწრებია, თუმცა მისი ამ დამოკიდებულების მიუხედავად, ალექსანდრ მაკქუინის და რეი კავაკუბოს შემდეგ, MET-ის მიერ დიზაინერის შესახებ გამართული მესამე სოლო გამოფენის მთავარი გმირი კარლ ლაგერფელდი იქნება.
ფოტო: Dazed Digital
დაწერე კომენტარი