Soundcloud-ზე  user18081971, რომელიც Aphex Twin-ს, ანუ რიჩარდ ჯეიმსს ეკუთვნის, უკანასკნელ დღეებში საკმაოდ აქტიურად აქვეყნებს ახალ სიმღერებს - m11stN Ion, prememory100N pt2, tha2, Tha2 [world scam mix], s8v1[brooklyn], qu 1 - ეს უკანასკნელი რიჩარდმა  გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. 


 

Aphex Twin-ის ბოლო ალბომი - Collapse 2018 წელს გამოვიდა, მას შემდეგ კი პროდიუსერი აქტიურად განაგრძობს სიმღერების Soundcloud-ზე ატვირთვას, სადაც  მსმენელს 2015 წლიდან გამოუქვეყნებელ მასალას სთავაზობს. რიჩარდის Soundcloud-ის მომხმარებლის სახელი - user18081971 კი ითვლება, რომ მისი დაბადების დღის თარიღი - 1971 წლის 18 აგვისტოა.