ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Visa, სხვადასხვა გლობალური და ადგილობრივი სოციალური პროექტების ერთგული მხარდამჭერი და ასევე ინიციატორია, მათ შორის არის მუსიკალური ფესტივალები. Visa-თვის, როგორც გლობალური ბრენდისთვის, მუსიკის ფესტივალების მხარდაჭერა არის შესაძლებლობა, რათა წვლილი შეიტანოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მის გამდიდრებაში, ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რომელიც ქართველ მუსიკოსებს თავიანთი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში ხელს შეუწყობს, ქართველ მსენელებს საერთაშორისო დონის ვარსკვლავების პერფორმანსებით ბედნიერების შეგრძნებებს გაუმძაფრებს. ასევე ითანამშრომლოს ბიზნეს პარტნიორებთან, Visa ბარათის მფლობელებთან და წაახალისოს უნაღდო გადახდები, რაც ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
"Visa-ს გუნდისთვის, სოციალური პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერა ლოკალურ და გლობალურ დონეზე ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი მრავალ მუსიკალურ ფესტივალთან და record label-თან თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთთან მელოდიის, რიტმისა და ემოციების მეშვეობით დააკავშიროს, შექმნას მათთვის დაუვიწყარი შეგრძნებები, რომლებიც დროს გაუძლებს." აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
Visa-ს მხარდაჭერით უკვე გაიმართა: შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც ზღვისპირა ქალაქში, ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში, გამორჩეული მუსიკის ჰანგებით ატკბობს მსმენელს და ემოციებით სავსე საღამოებს ტრადიციად აქცევს;
თბილისის ჯაზფესტივალი, რომელიც უკვე 25 წელია არსებობს და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მასპინძლობს ჯაზის ლეგენდებს, ჯაზის მოყვარულებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს, დამწყებ მსმენელებს კი აყვარებს და აცნობს ახალ მუსიკოსებს;
Visa არც კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ივიწყებს და მხარს უჭერს წინანდლის ფესტივალს, რომელიც, მელომანებს აძლევს ვირტუოზი მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან;
გასულ კვირას Visa-ს მხარდაჭერითა და Stockton Records-ის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი Kordz x Sakamoto. ქართველ მსმენელს რუსთაველის თეატრის სცენაზე საშუალება ჰქონდა მოესმინა რიუიჩი საკამოტოს პატრონაჟით, ანსამბლ Asko|Schönberg-თან ერთად, სპეციალურად Holland Festival 2021-ისთვის მომზადებული კონცერტის Kordz-ისეული ვერსია, სადაც კომპოზიციებს ასრულებდნენ: Kordz, Asko|Schönberg, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ლიზი რამიშვილი, სანდრო ნიკოლაძე და კონსტანტინე ეროიანი.
კიდევ ერთი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც Visa-ს მხარდაჭერით ჩატარდება საქართველოში, Jazz and Wine Kakheti-ია, რომელიც უკვე მეექვსე წელია არსებობს და საზოგადოებას ერთდროულად აცნობს ქართულ ღვინოსა და ჯაზს.
Visa-ს სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე ზრუნვა, რაც ერთი მხრივ მისი მოქალაქეების სოციალურ ცხოვრებას აუმჯობესებს ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში აისახება.
ქართველ მსენელებს, შემოდგომის მუსიკალურად დატვირთული დღეები ჯერ კიდევ წინ ელოდებათ, დაესწარით Jazz and Wine Kakheti-ის, დატკბით მუსიკის ჰანგებით და ღვინის სასიამოვნო არომატებით.
ფოტო: Visa, Stockton, Boris Acket
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი