კინოაკადემიის მუზეუმმა გალაზე, რომელიც ლოს ანჯელესში 15 ოქტომბერს გაიმართა, ჯულია რობერტსი დააჯილდოვა. როგორც ამ აკადემიის პრეზიდენტმა, ჟაკლინ სტიუარტმა განაცხადა, მსახიობს ეს ჯილდო დამსახურებულად გადაეცა მისი ოცდაათწლიანი თვალისმომჭრელი კარიერის დასაფასებლად, საკულტო და დასამახსოვრებელი, სახასიათო როლების შექმნისთვის.

 

Საზეიმო ღონისძიება წელს უკვე მეორედ ჩატარდა. დაჯილდოებას ესწრებოდნენ ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები -  ჯესიკა ჩესტეინი, ემა სტოუნი, ჯორჯ კლუნი, ედი რედმანი და სხვები. Ასევე რეჟისორები, პროდიუსერები და ამ სფეროს სხვა დამსახურებული წარმომადგენლები.

 

 

ჯულია რობერტსთან ერთად, კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს ტილდა სვინტონიც, როგორც 60-ზე მეტი როლის შემსრულებელი მსახიობი და ამ სფეროს გამორჩეული ვარსკვლავი. Სხვადასხვა დამსახურებისთვის გადაეცათ ჯილდოები პროდიუსერ Miky Lee-ს  და რეჟისორ Steve McQueen-საც.

 


 

Ლოს ანჯელესში - ჰოლივუდის სამშობლოსა და  თანამედროვე კინოსამყაროს ყველაზე ქაოსურ, მუდმივად დატვირთულ და აქტიურ ქალაქში, ამერიკის Კინოაკადემიამ  2021 წლის 30 სექტემბერს ,,მოძრავი სურათების მუზეუმი’’ გახსნა, სადაც, წელს  უკვე მეორედ, ტარდება საზეიმო გალა დაჯილდოება. Სამომავლოდ, Იგეგმება, რომ ღონისძიებას ყოველწლიური სახე ჰქონდეს.

 

 

საზეიმო დაჯილდოების, ისევე როგორც ამ მუზეუმის დაარსებისა და ფუნქციონირების მთავარი იდეა კინოს სიყვარული და ამ სფეროში არსებული ხალხისა და მაყურებლის გაერთიანებაა. Როგორც დამაარსებლები ამბობენ, ეს მუზეუმი გახდება ადგილი, სადაც შემონახული და წარმოდგენილი იქნება კინემატოგრაფიის დაბადებისა და განვითარების მთელი ისტორია, დაწყებული ძველი კლასიკიდან, დღევანდელ, თანამედროვე ინდუსტრიამდე. Მუზეუმისა და კინოაკადემიის მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს კინოს როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეტად დააინტერესოს მაყურებელი საყვარელი ფილმების შექმნის გზებსა და პროცესებზე, Რაც ყოველწლიური გალა დაჯილდოების გარდა, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროგრამებსაც გულისხმობს. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

 

ფოტო: W Magazine