The Crown-ის მე-5 სეზონის პირველი სერია ნეტფლიქსზე 9 ნოემბერს გამოჩნდება. მანამდე კი შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ფოტო-კადრები ახალი სეზონიდან, რომელიც სამეფო ოჯახის ყველაზე მღელვარე, დაძაბულ და არეულ პერიოდს, 90-იან წლებს ეხება. შესაბამისად, მთავარი სიუჟეტიც სწორედ პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ირგვლივ ვითარდება და თვალწინ დეტალურად გვიშლის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ისტორიებს - ამ ისტორიებში ჩამალულ საიდუმლოებს, დაფარულ მრავალ ტყუილსა და გაუგებრობაში ჩაკარგულ სიმართლეს. Სერიალის შემქმნელები, ისევე როგორც წინა სეზონებში, ამჯერადაც ეცდებიან ეპოქასთან მაქსიმალური სიახლოვითა და ავთენტურობით გაგვაცნონ ბრიტანეთის სამეფო ისტორიის მორიგი დეკადა, ცხადად წარმოაჩინონ მათი დაძაბული, არეული და დღემდე ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი ცხოვრება.


Დაიანასა და ჩარლზის ქორწინება, მათი ურთიერთობა, განშორება, უილიამისა და ჰარის ბავშვობა - ეს იქნება ახალი სეზონის მთავარი თემები. Და რაც მთავარია, არ უნდა გამოგვრჩეს თავად დედოფალი - ელიზაბედ ll, რომელიც, რა თქმა უნდა, ამჯერადაც იქნება სერიალში განვითარებული მოვლენების მთავარი პერსონა.

 


Ახალ სეზონს უერთდებიან ახალი მსახიობებიც. Განსაკუთრებით აღსანიშნავია იმელდა სტაუნტონი, რომელიც ოლივია კოლმანს შეცვლის და ელისაბედ ll-ის როლს მოირგებს.

Მე-5 სეზონის ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟი გახდება ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი - John Major, რომელსაც მსახიობი ჯონი ლი მილერი შეასრულებს.

 

Ნეტფლიქსის სამეფო დრამა, რომელიც პირველად 2016 წელს გამოჩნდა ეკრანზე და მალევე შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი მაყურებელი, ახალ, მე-5 სეზონს იწყებს. Სერიალი ელიზაბედ მეორის ახალგაზრდობის პერიოდიდან იწყება, ქრონოლოგიურად გვიყვება და ეტაპობრივად გვაცნობს სამეფო ოჯახის ცხოვრებასა და ინტრიგებს.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი