რადგან კორონავირუსის გამო კულტურული ღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუქმდა, Boiler Room-მა გადაწყვიტა ონლაინ კინოფესტივალი მოაწყოს, რათა ამ იზოლაციის დროს მაყურებელთან კომუნიკაცია შეინარჩუნოს.
16 აპრილს The 4:3 Online Film Festival პირდაპირ ეთერში 13 ფილმს შემოგთავაზებთ. მათ შორისაა Kim Longinotto-ს სულის შემძვრელი დოკუმენტური ფილმი „Shooting The Mafia”, სიცილიელი ფოტოგრაფის, Letizia Battaglia-ს შესახებ, რომელმაც საკუთარი ცხოვრების 20 წელი იტალიური მაფიის კორუფციის გამოაშკარავებას მიუძღვნა; ასევე მულტიმედიური ხელოვანის, Cao Fei-ის დოკუმენტური ფილმი „11.11“, რომელიც ჩინეთში წარმოებისა და მოხმარების ლანდშაფტს ასახავს.
ასევე 13 ფილმს შორისაა: Stephen Nomura Schible-ს დოკუმენტური ფილმი „Ryuichi Sakamoto: Coda”, რომელშიც ლეგენდარული კომპოზიტორის შემოქმედებითი პროცესია აღწერილი და Turner Prize-ის გამარჯვებული ხელოვანის, ფილ კოლინზის, იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ანიმაციური სტუდიისა და კომპოზიტორ Mica Levi-ს თანამშრომლობით შექმნილი ფუტურისტული ზღაპარი“Delete Beach” -სკოლის მოსწავლე გოგონაზე, რომელიც ანტი-კაპიტალისტურ ჯგუფს უერთდება.
“ყოველ კვირას ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ახალ ფილმებს 4:3-ზე, ზოგი ფილმი გაქრება, ზოგს კი დროის მოკლე პერიოდში ხელმეორედაც ნახავთ. ყველა მათგანი ისეთ ადგილებში წაგიყვანთ, სადაც მანამდე არასდროს ყოფილხართ“, - აღნიშნა Boiler Room-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა.
The 4:3 Online Film Festival 16 აპრილიდან 18 მაისამდე გაგრძელდება და ბოლო დღეს განსაკუთრებული ფილმის ჩვენებით დაიხურება, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია, ამიტომ თვალი ადევნეთ ფესტივალს..
დაწერე კომენტარი