22-23 ოქტომბერს თბილისში, “შერატონ მეტეხი პალასში” DeGameFi -ის ინიციატივით კავკასიის რეგიონში პირველი WEB3 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელმაც მსოფლიოს ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ჩართული სხვადასხვა სეგმენტი გააერთიანა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება NFT გამოფენაც.

DeGameFi გლობალური გაერთიანებაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბლოკჩეინის ინდუსტრიით, ერთმანეთთან აკავშირებს ინვესტორებს, კრეატიულ სეგმენტს და დეველოპერებს მთელ მსოფლიოში. ბლოკჩეინის ინდუსტრიაში თანამედროვე ხელოვნებიდან გალერეა Window Project ჯერ კიდევ შარშან ჩაერთო, როდესაც ხელოვან უტა ბექაიას შემოქმედება ციფრულ არტისტთან, დენის დავიდოვთან თანამშრომლობით წარადგინა არტ დუბაის NFT სექციაში. პროექტი ავატარების სახით, მსოფლიოში მიმდინარე აქტიურ ტენდენციებს ასახავს - NFT დროფი ბაჯბაჯა ორ ოჯახს აერთიანებდა, რომელთაც ზებუნებრივი თვისებები ჰქონდათ, დროფი მთლიანად გაიყიდა წარდგენისთანავე და არტ დუბაის სახე გახდა.

 

 

დროფის პროდუქციაზე მუშაობა გრძელდება და სამომავლოდ მეტა სამყაროში ამ არსებების პლანეტის შექმნა იგეგმება. წელს კი სპეციალურად საქართველოში პირველი WEB3 საერთაშორისო კონფერენციისათვის გალერეა Window Project -მა წარმოადგინა უტა ბექაია / დეის დავიდოვის ორი ახალი ოჯახის წარმომადგენელი “საკრალური არსებებიდან” - ANAHATAS & VISHUDHAS. ასევე სპეციალურად საქართველოსათვის გაკეთდა თითო NFT ნამუშევრის ტირაჟი 10, რაც ფასს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ადგილობრივი კოლექციისათვის. ამ დროფიდან შემოსული თანხის 30% გადაერიცხება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მოზარდთა კრეატიული აზროვნების განვითარებისათვის, რაც ამასთანავე გულისხმობს ხელოვნების შესახებ წიგნების, საღებავებისა და სახატავი მასალების შეძენას.

 

ANAHATAS

ამ დროფის წევრებმა გადარჩენისთვის ისწავლეს ნამდვილი გაზიარება. ისინი ვერ იგებენ კუთვნილების იდეას. ეს არსებები არიან ერთგულების განსახიერებები. ყველაფერს გაგიზიარებენ, გულსაც კი.

 

VISHUDDHAS

ეს არსებები ბრმები არიან, თუმცა მათ აქვთ თვალები. მათ ისწავლეს თავიანთი აზრების, სურვილებისა და ვნების მატერიალიზება. ისინი კრისტალიზაციას ახდენენ.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი