ოქტომბრის ბოლო დღეები ყოველთვის გამოირჩევა ჯადოსნური, ამაღელვებელი განწყობით, რაც ჰელოუინის წვეულებებზე დასწრებისა და ამ განსაკუთრებულ მოვლენაში მონაწილეობის სურვილს გვიჩენს. Hammock გაგაცნობთ ამ დღეების მთავარ ღონისძიებებს, სადაც თქვენი საოცნებო კოსტიუმების წარმოჩენის, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვისა და შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარების შანსი გექნებათ.

THE DRAG BALL: Halloween

კვირას, 30 ოქტომბერს, წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს მტკვარზე წლის ყველაზე ჯადოსნური წვეულება ბრუნდება - THE DRAG BALL: Halloween

დრეგ პერფორმერები უკვე მზად არიან ყველაზე საშიში და დაუვიწყარი ღამისთვის:

MARIKO KARDASHIAN || IAMNIKITA || RAFAELA TOXIKANA || VANILA ICE

SLUTINA OBLATI || FEMBOY XXL || LILE

საღამოს მასპინძელი: Matt Shally

Სპეციალური სტუმრები: CREAMS, Meme Music

სპეციალური პერფორმანსი: LUCREZIA

 

Magical Halloween nights At Alco Hall

გემრიელი კერძები, სასიამოვნო სასმელი და შესანიშნავი გარემო - ეს ყველაფერი ორი ღამის განმავლობაში - 29 და 30 ოქტომბერს, 20:00-იდან ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, ალკო ჰოლში - ჰელოუინის საშიშ საღამოებზე დაგხვდებათ.

Sazamtro Halloween with Vodkast Records

28 ოქტომბერს Ezo festival საზამთროს ჰელოუინ ფართის Vodkast Records-თან ერთად უმასპინძლებს! 

ჰელოუინის შესაფერისი  განწყობის შექმნაზე Vodkast Records-ის წევრები Vakho და Nika J წარდგებიან. სწორედ ისინი უმასპინძლებენ ძალიან საინტერესო ნორვეგიელ პროდიუსერს, Dj Sotofett-ს.

 

sKa-ზე კი მზესუმზირას რეზიდენტებთან - Abdal-თან და Kdema-სთან ერთად ქართული ელექტრონული სცენის გამორჩეული შემსრულებლები და საზამთროს მეგობარი არტისტები - Beqa და Cobert(Live) დაუკრავენ

 

KHIDI 中 KIKI x HALLOWEEN

29 ოქტომბერს ქვიარ ივენთების სერიის, KiKi-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ ჰელოუინის ღამეს, სადაც დაუკრავს უკრაინელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი -  Gael. მასთან ერთად წარდგება ბერლინში მოღვაწე დიჯეი და ამავე ქალაქში დაფუძნებული ქვიარ ღონისძიებების სერიის, Durch-ის რეზიდენტი G.I.A. 

ღონისძიებაში მონაწილე მუსიკოსები სრული სია შეგიძლიათ ხიდის გვერდზე იხილოთ.

 

PSYCHEDELIC HALLOWEEN

ოქტომბრის ბოლოს კაფე “გალერიში” Treebal წარმოგიდგენთ ჰელოუინის ღამეს Aliens Revolution-თან ერთად - სადაც სტუმრებსა და მსმენელებს მუსიკა  გააერთიანებთ.

არტისტები:

ACIDWAVE // KASSRA // RAMYJIN // SUKOHARAA // NAKAMURA // VOIDNESS

 

IDEA HALLOWEEN NIGHT

IDEA-ს მესამე ღონისძიება HALLOWEEN NIGHT  - კოსტიუმირებული წვეულება 29 ოქტომბერს მოეწყობა და ტექნო სცენის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე წარდგებიან: MCKENZIE, MBODVELI B2B REFRESH THE SYSTEM და სხვები.

El Dia de los Muertos 


28 ოქტომბერს ოვალი • Oval-ში დაგხვდებათ “ლ დია დე ლოს მუერტოს”  - გაჯერებული სხვადასხვა ქვეყნის დიჯეი მუსიკოსების მიერ შემოთავაზებული მომაჯადოებელი მუსიკით, თვალწარმტაცი დეკორაციითა და შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილის მიერ შექმნილი კულინარიული სიცოცხლის ელექსირით.

 

ბარები - აპრილი და მეობა

 

 

ჰელოუინის ღამეს “აპრილის” და “მეობას” ეზოები კიდევ ერთხელ გაერთიანდება. საღამოზე გაიმართება  საჰელოუინო კოსტიუმების დეფილე და კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. ღონისძიებაზე დაუკრავენ - Creams (Live), Moku J & Moku T 

 

SADA • სადა

 

 

შაბათს, 29 ოქტომბერს, "სადაში" ღონისძიებების მთელი სერია გელოდებათ: მასტერკლასი ჰელოუინის ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში, შეფმზარეულის მაგიდა, იგივე Chef's Table, სადაც პერსონალურად თქვენთვის გამზადდება სპეციალური მენიუ - 5 კერძი და 1 დესერტი ჰელოუინის თემატიკით.

 

ბაზარი ორბელიანზე 

სამი დღის განმავლობაში ორბელიანის ბაზრობა ჰელოუინის დიდი დღესასწაულის მასპინძელი გახდება. 28-30 ოქტომბერს აქ კოსტიუმების კონკურსი, სხვადასხვა თემატური თამაშები, მასტერკლასები და დაუვიწყარი გართობა გელით, გვპირდებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი