ცნობილი ამერიკული ბრენდის, Alexander Wang-ის ახალი საშემოდგომო კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია და ამჯერადაც გამოირჩევა საინტერესო ელემენტებით.


თეთრი, ყავისფერი, შავი და ლურჯი - ამ ფერებს გვთავაზობს დიზაინერი წლევანდელ სეზონზე. გრძელი, წელში გამოყვანილი კაბები და პალტოები, ვიწრო ნაქსოვი ტოპები, ჩექმები, დიდი ზომის საყურეები -  ეს ის ძირითადი შტრიხებია, რასაც ახალ კოლექციაში ვხვდებით. ხშირად ფიგურირებს ჯინსის ქსოვილი, ასევე ტყავი. 


ამერიკელმა მოდის დიზაინერმა ალექსანდრე ვანგმა ამავე სახელწოდების ტანსაცმლის ბრენდი 2005 წელს დააარსა და განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2008 წელს CFDA-ს (Council of Fashion Designers of America) პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. 2012-2015 წლებში ალექსანდრე ბალენსიაგას მთავარი არტ დირექტორიც გახლდათ. 

აღსანიშნავია ის აკრობატული ვიდეოპერფორმანსიც, რომლის საშუალებითაც ვანგმა თავის ინსტაგრამის გამომწერებს ეს კოლექცია გააცნო. ამ ვიდეორგოლების ნახვა დიზაინერის ინსტაგრამგვერდზე შეგიძლიათ. წლევანდელ საშემოდგომო კოლექციას კი სრულად მის ვებგვერდზე იხილავთ.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

 

ფოტო: San Francisco Magazine