სულ ცოტა ხნის წინ, ამ ქალაქის ისტორიაში პირველად, თბილისის ქუჩებში გადაადგილების კიდევ ერთი ახალი და მოსახერხებელი საშუალება - ელექტროველოსიპედები გამოჩნდა, რომელთა ქირაობაც მთელ ქალაქში შეგიძლიათ - სხვადასხვა ადგილას. ყველასათვის ნაცნობი მოპედებისა და მანქანების შემდეგ ,,ქარის” ახალი ელექტროველოსიპედებიც ყველგან ხელმისაწვდომია. აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეძლებთ უახლოესი ველოსიპედის პოვნასა და სასურველი დროით მის გამოყენებას.
ველოსიპედი აღჭურვილია ყველა საჭირო უსაფრთხოების სტანდარტით. ასევე იმ წვრილმანებით, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას ან, უბრალოდ, ქალაქში სეირნობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის. რეგულირებადი სკამი, მოსახერხებელი კალათა თქვენი ნივთებისთვის და ასევე, აქტიური GPS სისტემა ყოველდღიურ მგზავრობებს ნამდვილად გაგიმარტივებთ.
ქარი ელექტრომოპედების, მსუბუქი მანქანების - სახელად ,,ამი” და ახლა უკვე ელექტროველოსიპედების საზიარო სერვისია. კომპანიის შემქმნელებს სჯერათ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული გადაადგილების საშუალებები ქალაქთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმაა. მიზანი კი, უკეთესი ეკოლოგიური გარემოსა და ნაკლები საცობების შექმნაა, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას მეტად სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: ქარი
დაწერე კომენტარი