საკუთარი გარემოს ინტერიერის დიზაინის განახლება მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში დამღლელ და შრომატევად პროცესს მოიცავს, მიღებული შედეგის და სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისის მოლოდინის გამო მაინც სასიამოვნოა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საოცნებო გარემოს შესაქმნელად საჭირო მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი დიზაინის მასალები და ავეჯი კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია შევიძინოთ. თიბისი კონცეპტი, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სახლის და ინტერიერის ობიექტების გასაახლებლად საჭირო შეთავაზებებს, ამჯერადაც არაერთ საინტერესო პირობას სთავაზობს მათ, ვისთვისაც სიახლე, კომფორტი და დახვეწილი დიზაინი პრიორიტეტს წარმოადგენს.
SAMI
პირველ რიგში, მათ, ვინც სახლის მშენებლობას ან მის დიზაინზე ფიქრს ახლა იწყებს და სურს, რომ საკუთარი სახლის დაპროექტება და ინტერიერის დიზაინი პროფესიონალებს მიანდოს, ვურჩევთ, ამ მნიშვნელოვან პროცესში SAMI-ის გუნდთან ითანამშრომლონ, რომელიც თანამედროვე დიზაინის ინტერიერს თუ არქიტექტურულ პროექტს თქვენი სურვილებისა და გემოვნების მაქსიმალური გათვალისწინებით შექმნის. ყველა ამ მომსახურებაზე კომპანია SAMI-ში სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის კი 2023 წლის 30 აპრილამდე განსაკუთრებული - 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
Interia Design Studio
Interia Design Studio სახლის ინტერიერის განახლებისთვის მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს, როგორც ინტერიერის და სამზარეულოს დიზაინ-პროექტებს, ავეჯს შიდა და გარე სივრცეებისთვის, მოსაპირკეთებელ კერამიკულ ფილებსა და დეკორატიულ შპალერს, ასევე, განათებასა და დეკორს.
თიბისი კონცეპტის მათი პროდუქციის შემოტანა და შეკვეთა ხდება იტალიიდან. მომხმარებლებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საშუალებას აძლევს მათი ბრენდის ნებისმიერი ავეჯის შეკვეთისას 10%-იანი გასდაკლება მიიღონ.
Kerama Marazzi
თუკი საკუთარი ინტერიერის მოწყობა მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის კერამიკული ფილებით ან მოზაიკით გსურთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ Kerama Marazzi-ის შოურუმს თამარ მეფის გამზირზე, სადაც დარწმუნდებით, რომ თქვენი ნებისმიერი არქიტექტურული ჩანაფიქრი Kerama Marazzi-ის პროდუქციის საშუალებით მარტივად განხორციელდება, აქ მაღალი ხარისხის მრავალფეროვან სარემონტო მასალებთან ერთად, უფასო ლოჯისტიკური მომსახურებაც დაგხვდებათ. მათ კი, ვინც თიბისი კონცეპტის მომსახურებითაც სარგებლობთ, საშუალება გექნებათ 2022 წლის 31 დეკემბრამდე ბრენდის სამშენებლო მასალების ახალ კოლექციაზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.
Nova
ალბათ არ არსებობს სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომელსაც ჰიპერმარკეტ Nova-ში ვერ აღმოაჩენთ. აქ უმაღლესი ხარისხის იმპორტირებულ მასალებთან ერთად, თავად Nova-ს მიერ წარმოებული 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტიც შეგხვდებათ. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლები “ბიენის” ბრენდის კერამიკულ ფილებზე, “იზოჯამის” საიზოლაციო მასალებზე, “ფავორის” საღებავებსა და “ინგკოს” ხელსაწყოებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ; გარდა ამისა, წლის ბოლომდე სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლისთვის მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე 10%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
Ton
ბრენდი, რომელსაც ხის მასალისგან უნიკალური დიზაინის სკამების დამზადების 150-წლიანი ისტორია აქვს, ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. ნამუშევრები, რომელთა დიდი ნაწილი ხელნაკეთია, ხის დამუშავების ტრადიციულ მეთოდთან ერთად თანამედროვე ფორმებთან სინთეზსაც ითვალისწინებს, რითაც საბოლოოდ სკამის მაღალი ხარისხის უნიკალური ნიმუშები იქმნება. Ton-ის ევროპული სკამების სალონში წარმოდგენილი ნიმუშების სრულ ასორტიმენტზე თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 15%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ, რომლითაც 9 ნოემბრამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ.
Elit Electronics
“ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ალბათ ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნივთებთან ასოცირდება, თუმცა ცნობილია, რომ ბრენდი ავეჯის მაღაზია “ელიტ ჰოუმსაც” აერთიანებს, სადაც მისაღების, სამზარეულოს, საძინებლის თუ ეზოს მოსაწყობად უმაღლესი ხარისხის ავეჯია წარმოდგენილი, რომელთა სრულ ასორტიმენტზე თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15 ნოემბრის ჩათვლით 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Kitchen and Living Gastronome
სამზარეულოს აქსესუარების და დეკორის ობიექტების შოურუმში, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენი გარემო გემოვნებიანად მოაწყოთ და როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, უკეთესი ცხოვრებისათვის შესაბამისი ატმოსფერო შეიქმნათ. Kitchen and Living Gastronome-ში შეძენილ ნებისმიერ ნივთზე 31 დეკემბრის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ გადახდილი თანხის 5% უკან დაიბრუნონ.
Villeroy & Boch
სამზარეულოს რემონტისა და ინტერიერის ცვლილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარების განახლებაც წარმოადგენს. Villeroy & Boch - ეს ის კარგად ნაცნობი მაღაზიაა, სადაც დახვეწილი, მაღალი ხარისხის ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, რომელზეც 20-პროცენტიანი ფასდაკლების მიღება 9 ნოემბრის ჩათვლით მხოლოდ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი