გალერეა LC Queisser მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ და ადგილობრივი ხელოვანების მხარდასაჭერად ერთკვირიან ონლაინ გამოფენა-გაყიდვას აანონსებს. თამარ ჩადუნელი, ანა ჩადუნელი, ელენე ჩანტლაძე, სალომე დუმბაძე, ანდრო ერაძე, ანა გზირიშვილი, გვანცა ჯგუშია, ანა ჯიბლაძე, ანა ჯიქია, თეონა ხმალაძე, ქეუ მეფარიშვილი, ზურა ცოფურაშვილი და გიორგი ვარდიაშვილი ის ხელოვანები არიან, რომლებიც ამ ონლაინ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, გალერეა კი თავის სოციალური მედიის არხებში ყოველდღე მათგან მხოლოდ ორს წარადგენს, რომელთა ნამუშევრების ხილვა, ამავდროულად, LC Queisser-ის ვებგვერდზე, ე.წ. Viewing Room-შიც იქნება შესაძლებელი.
როგორც გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორები ამბობენ, ამ ღონისძიებიდან შემოსულ თანხას ნამუშევრების ავტორები სრულად მიიღებენ: "განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან, საქართველოს მთავრობას კულტურის სექტორისთვის ეპიდსიტუაციის საპასუხოდ ფინანსური დამარება არ გამოუყვია. ჩვენ გვჯერა, რომ უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ადგილობრივი ხელოვანები და მათი ოჯახები კორონავირუსის პანდემიის გამო. გაყიდვიდან შემოსულ თანხას სრულად მიიღებს ნამუშევრის ავტორი".
დაწერე კომენტარი