20 ნოემბერს ე.ა. საგამოფენო სივრცეში მარიანა ჭყონიას პირველი პერსონალური გამოფენა “მგლისთავა მეფის ღამე”  გაიმართება, სადაც ხელოვანის ტექსტილის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. გამოფენის სახელწოდება გოგიტა ჭყონიას ლექსიდანაა აღებული და ხელოვანის სელექციას ლაიტმოტივად გასდევს. 


მარიანა ჭყონიას ნამუშევრები თექის დამუშავების ქართული და კავკასიური უძველესი ტექნიკის ახალ გამოყენებას პოულობს და მივიწყებულ ტრადიციებს აწმყოში აბრუნებს. ხელოვანის ნამუშევრები აბსტრაქტულ მოტივებს ეფუძნება, რომელიც შთაგონებას არქიტექტურიდან იღებს. საგამოფენო ექსპონატებს სკულპტურული ხასიათი და არქიტექტონიკური განლაგებისთვის დამახასიათებელი ელემენტები აქვს. 

 

ე.ა. საგამოფენო სივრცეში მარიანა ჭყონიას ნამუშევრების გამოფენა 20 ნოემბრიდან 14 იანვრამდე გაგრძელდება.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე