26 ნოემბერს ფაბრიკის საგამოფენო სივრცეში George Gamez Creative Studio-ს გამომცემლობის, George Gamez Publishing-ის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ნიკო ფიროსმანის და მარგარიტას ცხოვრებას კომიქსებით მოგვითხრობს. 

ფიროსმანის გრაფიკული ბიოგრაფია Gamez Publishing-ის “ბიოგრაფიკის” სერიის პირველი წიგნია. პროექტის ფარგლებში ქართველი მოღვაწეების ცხოვრება თანამედროვე კომიქსებით აღიბეჭდება. გრაფიკულად მოთხრობილი ისტორიები საინტერესო იქნება როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. 

 

 

“ბიოგრაფიკის” სერიის მიზანია ახალგაზრდა მკითხველებს ინტერესი გაუჩინოს ქართველი ხელოვანების და მოღვაწეებისადმი, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე